#60267755 · 8 Apr 2023, 06:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GIORGELA ყველა ნივთს თუ რაღაცას, რაც აღარ გვინდა, ქუჩაში ვაგდებთ?
ნაგავს სანაგვეში ვაგდებთ. სამედიცინო ნარჩენებს - სპეციალურ კონტეინერში. ბირთვულ ნარჩენებს - სპეციალურ სამარხში. ნავთობპროდუქტებს და საბურავებს - სპეციალურ გადამამუშავებელს ვატანთ.
ყველაფერზე ჯარიმაა ზემოთ, თუ არ დაიცავი და ქუჩაში დააგდე იმ შენი ძაღლივით.
აღარ გინდა რაღაც და ვერც სხვას აძლევ? ფულს იხდი რომ მაგალითად ნაგავი გაიტანონ. აღარ გინდა ძაღლი და არც სხვას უნდა? კიდევ უფრო დიდ ფულს იხდი, რომ სწორად და ჰუმანურად მოხდეს მისი მიხედვა. არ გინდა რომ დააძინო? შეგყავს ფასიან თავშესაფარში და კიდევ უფრო დიდ ფულს იხდი სამიდღემჩიო რჩენისთვის.
ცოცხალ ცხოველს - ვუვლით, სხვას გადავცემთ (თუ მიიღო), დავკლავთ (თუ საჭმელია) ან "ვაძინებთ". "ქუჩაში ვაგდებთ ყინვასა და თოვლში ნაგავივით" არ განიხილება.
ვისაც არ ესმის, რომ ცოცხალ არსებას უსულო ნაგავზე უკეთესად უნდა მოვექცეთ, იმედი მაქვს კანონის ძალით გააგებინებენ.
This post has been edited by შავლეგა on 8 Apr 2023, 06:54
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|