#60294231 · 17 Apr 2023, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (SaamI @ 9 Apr 2023, 00:13 ) | mepar
QUOTE | ხოდა ამის მერე მაინც ასეთი ბრიყვული ქვეყანა როგორ შევქმენით, ყველაზე სულელური გადაწყვეტილებებით, |
კარგი კითხვაა და სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. ჩემი აზრით 3 მთავარი მიზეზია: 1. რუსეთმა ქართველებში მიზანმიმართულად ამოშალა სახელმწიფოებრივი აზროვნება. მოამრავლა შავწითელი აზროვნების მედროვე და ფარისეველი ადამიანები. 2. კგბ/ფსბ-ს, ერთი წუთით არ შეუჩერებია თავისი ანტიქართული მოღვაწეობა და უარყოფითი სელექციის გატარება 3. არ გავქვს არანაირი ფასეულობათა სისტემა. ამიტომ ან იდიოტებს ვირჩევთ, კაი ტიპიაო, ან ხმას და თავს ვყიდით ჩვენივე ფულით გამდიდრებულ თაღლითებზე.
|
არა მგონია ასე მარტივად იყოს საქმე.
"რუსებმა გადაგვაჯიშეს" ყველაზე მოარული, საყოველთაოდ მიღებული და მოხერხებული ახსნაა. ფაქტიურად პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა.
რამდენიც არ უნდა იარო უკან დროში - რაღაც საერთო და საყოველთაო "სახელმწიფოებრივ აზროვნებას" ვერ ნახავ.
ეს არც მენშევიკურ საქართველოში არ იყო, როდესაც სოციალიზმის იდეებს და უაზრო პარტიულ ღირებულებებს გადააყოლეს ქვეყანა
არც ილია ჭავჭავაძის დროს არ იყო, არ დაიწერებოდა მაშინ არც "ბედნიერი ერი" და არც იმდენი საგაზეთო წერილი სადაც ორჯერ ორივით უღეჭავდა საზოგადოებას ღირებულებებს.
და ლამბერტს რომ წაიკითხავ ხომ საერთოდ, "სახელმწიფოებრივი აზროვნების" ჩანასახიც კი არაა.
არც უფრო ადრე, სპარსების ან მონგოლების დროს არ იყო,
"ეჰა მეომარნო ქრისტესნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ..."
ძირითადი იყო ქრისტიანული, რელიგიური იდენტობა. ეს იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების საფუძველი. და დღეს სწორედ ამ საფუძველს აქვს სერიოზული კრიზისი, ეკლესიას აქვს სერიოზული კრიზისი, ჩვენ კი ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების "საერო" საფუძველი მოვძებნოთ - ისევ 15 საუკუნის უკან ჩარჩენილ ინსტიტუტს ვუყურებთ, იქნება გვიშველონ.
მე მგონია რომ რუსებს არაფერი მიზანმიმართულად არ ამოუშლიათ ქართული აზროვნებიდან. ეს იყო მეტროპოლია/კოლონიის ჩვეულებრივი ურთიერთობა, თან როგორც ქრისტიანული ქვეყანა, ჩვენთვის აღმოჩნდა ყველაზე "მისაღები რბილის ძალა".
რასაც უარყოფით სელექციას ეძახი სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო, როდესაც კოლონიიდან ადამიანები მეტროპოლიისკენ მიისწრაფოდნენ. რა გასაკვირია რომ ამ ხალხში უმეტესობა იყო ისეთი ვისთვისაც კოლონია პატარა ასპარეზს წარმოადგენდა და მეტი გასაქანი უნდოდათ. და ამ ხალხს მეტროპოლია სიამოვნებით იღებდა.
იგივე პროცესები ხდება დღესაც, ოღონდ ევროპა/ამერიკის მიმართულებით. უბრალოდ ცოტა ენობრივი ბარიერი იყო, რაც თითქმის მოიშალა, დღევანდელი 10-15 წლის ბავშვები 20 წელიწადში სულ იქით დაიწყებენ ყურებას და ბევრი წავა, ოღონდ არა მლესავებად როგორც ეხლა მიდიან, ინჟინრებად, ექიმებად, მეცნიერებად, წავლენ ისინი ვისთვისაც საქართველო "პატარაა". და ამ ხალხსაც ახალი მეტროპოლია მიიღებს, საუკეთესოებს მაინც.
გავიდა 30 წელი, მეორე თაობა იზრდება და არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენთან რაიმე კარგის შექმნა, ამას შრომა, ბევრ რამეზე უარის თქმა, ბევრი თავში არსებული "ტორმუზის" მოცილება სჭირდება. შეგვიძლია იქ წასვლა სადაც უკვე კარგია. მიშასადმი ცხოველური სიძულვილის საფუძველიც აქაა სადღაც.
3. არანაირი ფასეულობათა სისტემა - ეს კი სრული სიმართლეა, თუმცა რუსები არაფერ შუაში არ არიან, ჩვენ არ გვაქვს. ებრაელები არა ვართ და ყამირ მიწაზე სამშობლოს ვერ ვქმნით.
|