კაი ახლა,ორივემ ვიცით რომ მაგრად ღლეზე გკიდია დოკუმენტები როცა ქოცებს ეხებათ საქმე

)
პ.ს.საინტერესო მონაკვეთია:
BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton Group-თან აკავშირებს. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ "მილტონ ჯგუფის" კომპანიები იყვნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.
"ჩვენ დავიწყეთ კორპორატიული დოკუმენტების შესწავლა, სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ხუთი გვარ-სახელი "მილტონის" და მასთან დაკავშირებულ კომპანიათა დირექტორების სიაში: დავით თოდუა, რეატი ელიზე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბაენიამინი.
2016 წლის მასობრივად გაჟონილ ე.წ. "პანამის დოკუმენტებში", რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, მოვძებნეთ ეს 5 სახელი და გვარი. მათგან აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიამინი იყვნენ ნახსენები, როგორც დირექტორები ან ხელმძღვანელი ფიგურები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ოფშორული კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფებთან", - წერია სტატიაში.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას 5 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრების მიტაცება ედებოდა ბრალად, თუმცა საქმის წარმოების დროს ის ლონდონში ცხოვრობდა.
როდესაც საქმე "მილტონის" ჯგუფს შეეხება, ვერ მოიძებნა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან პირდაპირ აკავშირებდა, თუმცა "პანამის დოკუმენტების" შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ფლობდა ან იყო ოფშორში დარეგისტრირებული არაერთი კომპანიის აქციონერი.
"Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
დავით კეზერაშვილი ხშირად უწევს რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს სოციალური მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და "მილტონთან" დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
"კეზერაშვილი "ფეისბუქში" მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია "მილტონის" ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, - ნათქვამია სტატიაში.
https://www.ambebi.ge/article/292075-kezera...ris-romlebic-c/ This post has been edited by არმეძებო on 12 Apr 2023, 15:23