#62402229 · 17 Dec 2025, 16:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LeSang
| QUOTE | სავალდებულო ჯარი უკვე არის წარსულის გადმონაშთი.
თანამედროვე ომში სადაც ხორცი აღარ ასრულებს მთავარ როლს და ტექნოლოგიებია მთავარი, შენ ძალით წაყვანილი უმოტივაციო ხორცის ტომარები წარმატებას ვეღარ მოგიტანს.
ადრე კიბატონო, მიაყრიდი ხორცს და დიდი მსხვერპლის ფასად რაღაცა ბრძოლას მოიგებდი და ახლა აგერ ვუყურებთ მილიონი ხორცი მიაყარა და ჩააწვინა საღორემ უკრაინაში და ### მოსჭამა.
მაგ სავალდებულოზე რა ფულიც უნდა დაიხარჯოს და საკმაოდ დიდ ფულზეა საუბარი, ეგ უნდა გავუშვათ საკონტრაქტო ჯარში და ტექნოლოგიებში, თუ მართლა თავდაცვის გაძლიერება გვინდა.
აღარაა ხიშტებით ომი, 1 დრონის ოპერატორი მოგიკლავს 100 სავალდებულო ჯარისკაცს რამდენიმე გაფრენაზე და ეგ იქნება |
მარტივად და ზედაპირულად უგებით საკითხს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სავალდებულო გაწვევა საჭიროა. საკონტრაქტო ჯარი პირველი რეაგირების ძალაა, ის ვერაფერს იზამს თუ დროზე არ მიაშველე რეზერვი. რეზერვს კი სავალდებულო გაწვევა ქმნის. პატარა ქვეყანას იმის დრო და საშუალება არ ექნება, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიწყოს რეზერვის გაწვევა და გაწვრთნა. უბრალო ქვეითი მსროლელის გარდა უამრავი სამხედრო სპეციალობაა, რომლებიც ასათვისებელია წვევამდელებისთვის. იგივე დრონის ოპერატორიც მოსამზადებელია, ტანკისტიც, არტილერისტებზე, ავიაციასა და სარაკეტო სისტემებზე აღარაფერს ვამბობ. ფიზიკური მომზადებაც არ დაგავიწყდეთ. P.S. კონტრაქტორ ჯარისკაცზეც იგივე ხარჯებია, პლუს ჯამაგირი, ბინა, დაზღვევა, სხვა სოციალური ბონუსები. ასე, რომ...
This post has been edited by jmm75 on 17 Dec 2025, 16:43
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|