ამას ვერ მივხვდი
როგორც ჩვენ მოგვიგეს ომი ოსებმა და აფხაზებმა, ისე ურტყეს იქაც ინგუშებს
იმ წუთას ოსების მხარე დაიჭირეს რუსებმა, ასე აწყობდათ და შედეგიც დადგა
თუ რამე შეიცვალა და ინგუშები უფრო საჭირო გახდნენ რამით რუსეთისთვის, მთელ ჩრდილო კავკასიას მოატყვნევინებენ
მაგრამ მაგდენს რომ მიხვდნენ ჩვენი ჩრდილოკავკასიელი "ფჩოლკიანები", ცოტა ნახერხის გარდა სხვა რამეც უნდა ედოთ თავში (არც ჩვენ ვართ ძაან წინ, მაგრამ მაგათთან შედარებით რა გვიჭირს)
დაახლოებით 10-მდე მეტნაკლებად განათლებულ ინგუშს ვიცნობ პირადათ, ხშირად ჩამოდიან აქეთ.
ერთხელ ყაზბეგში, რაღაც გაუჭირდათ გზაზე და რო გავიგე ინგუშები იყვნენ, ვიცოდი რო ჩვენს მიმართ მეტნაკლებათ კარგად განწყობილი ხალხია
იქ ყაზბეგშიც ბევრჯერ მსმენია, რომ გაიგებდნენ ქართველ მძღოლს რამე გაუჭირდებოდა, არარსებობს გზაზე დაეტოვებინათ, ეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ ყოველთვის
დარიალში რო იჭედება ზამთარში გზა და ქართველები მძღოლები იქეთ რჩებიან ხეობაში, დღე არ გავა თურმე ცხვარი არ ჩაუყვანონ. რავიცი აბა, გესიამოვნება რა ადამიანს ესეთებს რო გაიგებ
ხოდა მოკლეთ მანქანა მივაყვანინე სახელოსნოში, თბილისში დავრეკე, ნაწილი გამოატანეს მარშუტკას მეორე დილას, ის ღამე დავაძინე სახლში, ვაჭამე რაც მქონდა (სასმელი ერთმა დალია, ისიც ერთი ჭიქა ხათრს ვერ გაგიტეხავო. არადა მერე თბილისში რო შევხვდიკარგად უბერეს

) მეორე დრეს გაკეთდა მანქანა და წავიდნენ
თურმე ერთერთი, მთელი ეს დრო, საუბრის დაწყებიდან, მეორე დღეს დამშვიდობებამდე ვიდეოს გვიღებდა მე და ჩემს ბიძაშვილს. ხოდა მგონი ყველა ინგუშს აყურებინეს ეგ ვიდეო და ნომერიც ბევრმა ჩაიწერა, ისმის ვიდეოში რო ვეუბნები. რამოდენიმემ დარეკა და როცა მეცალა ვეხმარებოდი სიტყვიერი კონსულტაცია იქნებოდა თუ სხვა რამ
გიჟდებიან აქაურობაზე, ისე ვგრძნობთ თავს აქ რო ჩამოვდივართო, თითქოს გალიიდან გამოგვიშვეს თავისუფლებაზეო
ნუ ფაქტია ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებენ, ვატნიკებით სავსეა აქაურობა მეთქი რო ვეუბნები არ სჯერათ, გამორიცხულიაო
აი მართლა ძალიან კარგი ხალხია მე ვისაც ვიცნობ, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ეკამათო და არარსებობს ბოლოს არ გითხრას, შეიძლება მართალი ხარ, მაგ კუთხით არ შემიხედია ამ საკითხისთვისო
თითქმის ყველა ეკლესია მონასტერი მოვლილი აქვთ საქართველოში, რაც ძველი, ისტორიული და ცნობადია
ხოდა რავი რაზე მოვაყოლე ამხელა პოსტი, არ ვიცი ეგ არმია და შარმია, მაგრამ ეგენი რუსეთს ვერასდროს გამოეყოფიან, თვითონაც კარგად იციან
მაგრამ თუ თქვენ განვითარდით ევროპის დონეზე, 300 კილომეტრში ეგეთი ქვეყანა მეზობლათ ვის არ უნდაო იძახიან. ვოტ
This post has been edited by mrpitkina on 25 Apr 2023, 07:29