#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ვის და რას წამოუდგა საზოგადოება
ხალხო, ნუ წერთ ასეთ სისულელეს:
(სტატიის სათაურია, “ნუცა ბუზალაძემ მსოფლიო გააოცა”.
რაც ძალი და ღონე აქვთ, ავრცელებენ ფეისბუქზე)
შიგ წერია:
“ (სტადიონზე) ნუცამ ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რასაც სრულიად დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა.”
გაიგეთ და დაიმახსოვრეთ:
ეროვნული ჰიმნი როცა სრულდება, ყველა ვალდებულია, ფეხზე იდგეს და გულზე ხელი ედოს.
აბა, ვინმე, თუ ეტლს არ იყენებს, ამ დროს დამჯდარი დარჩეს!
ნუცამ დაუშვა დიდი შეცდომა რუსეთში ჩასვლით, ამის გამო ამ ნიჭიერ ადამიანს უკიდურესად დაუვარდა რეიტინგი როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში; მოინანია შეცდომა საჯაროდ და ახლა ბევრს შრომობს, ცდილობს, დაკარგული რეიტინგი აღიდგინოს.
ამ სტატიის დამწერი კი მისდამი ცინიკურად განაწყობს ყველას, ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს რამეზე.
ასე არ ექცევიან იმას, ვისთვისაც სიკეთე უნდათ!
https://www.facebook.com/100064556747520/po...mibextid=cr9u03 This post has been edited by nino darbaiseli on 10 Sep 2023, 08:44