#60320600 · 27 Apr 2023, 16:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Corvette) | საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალადობა მიღებული და გამართლებულია სანამ თვითონ არ შეეხებათ . |
ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის წესრიგისკენ მოწოდება არის ინტრიგნობა და თუ გინდა გააღიზიანო, ან რიგში ჩადგომა უნდა მოთხოვო, ან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
იმ დღეს რიგში წინ ვიღაც გოგო ჩამიხტა, შენიშვნა მივეცი და იქვე მდგარმა საჯიშემ, რომელსაც საერთოდ არავინ ეკითხებოდა, ზლაზვნით მამცნო, რომ დაიღალა ამ დიალოგის მოსმენით თვითონაც და ის "ბავშვიც" და დაინტერესდა, როგორ არ მეზარება. მოვახსენე, რომ არასოდეს დამეზარება არავისთვის შეხსენება, რომ რიგი უნდა დაიცვას ადამიანმა და სხვას თავზე არ უნდა გადაუაროს და საერთოდაც, მისი საქმე არ იყო. და რახან ჩაერია, არამკითხე მოამბესავით, კეთილი ინებოს და მოისმონოს ჩემი პასუხიც (ეგეც დამღლელი აღმოჩნდა მისთვის, როგორც შემატყობინა).
ძაან გამოქვაბულის საზოგადოება ვართ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ.
--------------------
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა
|