"კინჟალის" ჩამოგდება დადასტურდა. Patriot PAC-3 გაამართლა თავისი როლი

სერიოზულად იმუშავეს ამერიკელებმა ანტი-ბალისტიკურ შესაძლებლობებზე ახლო აღმოსავლეთში მიღებული გამოცდილებიდან, როცა წინა ვერსიის "პეტრიოტი" ვერ უმკვლავდებოდა.
იციან თავისი საქმე.
პ.ს
როგორც უკვე დავწერე აქამდე, "კინჟალი" არ არის კლასიკური გაგებით "ჰიპერბგერითი" რაკეტა.
"კინჟალი" არის ჩვეულებრივი "ისკანდერის" რაკეტის მოდიფიკაცია რომელიც გახადეს აერობალისტიკური. МиГ-31-ზე მიაბეს და თვითმფრინავის სიჩქარის გამოყენებით აძლევენ სწრაფ სტარტს რომ დაზოგოს საწვავი.
რაღაც ეტაპზე ყველა ბალისტიკური რაკეტა ჰიპერბგერითია მაგრამ ტერმინალურ სტადიაში სიჩქარეს მაინც აგდებს.
პ.ს
"ისკანდერი" ("კინჟალი") კვაზიბალისტიკური მანევრირებადი რაკეტაა და შეეცდება სარაკეტო თავდაცვას გვერდი აუაროს მანევრირებით როცა გადატვირთვები იძლევა ამის საშუელებას (ტერმინალურ სტადიაში შედარებით დაბალ სიჩქარეზე)ის რომ "პეტრიოტმა" ასეთი რაკეტა ჩამოაგდო კიდევ უფრო მაგარს ხდის ამ ფაქტს. ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება არ იქნებოდა ისეთი გასაკვირი.
უკრაინული "Гром-2" ანალოგიური ტიპის რაკეტაა (ნუ, უნდა ყოფილიყო როგორც წესი).
იმედია დახვეწავენ და უფრო მეტს გააკეთებენ