ძალიან არასწორი აქცენტები ისმევა ზოგის მიერ
“მერე რა რომ იკარგება”
“2 კვირაში ლანცეტ/შახიდების პრობლემა მოგვარდება”
“ჩუმად მაინც აძლევენ ტექნიკას”
და ა,შ
არის თავის დამშვიდება და მეტი არაფერი
1. უკრაინის ჰსთ(ს-300, ბუკი, ოსა, ტორი და ა,შ) არის საბჭოური. იწარმოება მხოლოდ რუსეთში და მათი დაზიანების შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად ბრძოლას ეთიშება
მხოლოდ განადგურება არ ნიშნავს ბრძოლიდან გათიშვას, ტექნიკა ისე შეიძლება დაზიანდეს, რომ გამოუსადეგარი გახდეს
გამსაკუთრებით ჰსთ-ში კი იმდენი მინი სენსიტიური დეტალია, რომ მარტივი დაზიანებითაც გამოდის მწყობიდან
დღემდე უკრაინის ჰსთ-ს ხერხემალი კი არის სწორედ საბჭოური სისტემები და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი არსებობა
2 ბატარეა პეტრიოტი კი 50 ბატარეა ს-300-ს ვერ ჩაანაცვლებს
2. ფაქტია ლანცეტ/შახიდების პრობლემა “2 კვირაში” არათუ ვერ აღმოიფხვრა, არამედ რაც დრო გადის კიდევ უფრო დიდ თავისტკივილად იქცა
არადა, ზოგისთვის რომ დაეჯერებინათ “2 კვირაში პრობლემა აღარ იარსებებდა”
იგივე ტიპის პათოსს აგრძელებს ეხლაც მავანი
3. არანაირი ჩუმი ტექნიკის გადაცემები არ ხდება
ყველა ტექნიკის მიწოდებას ჭირდება თანხმობა/ბიუროკრატიული პროცედურების გავლა
ყველა ტექნიკა აღრიცხულია შესაბამის არმიებში
ამერიკა-ბრიტანეთი-გერმანია კი არაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა იარაღის გაყიდვას ან მიწოდებას, რომ ახდენდეს შავი ბაზრის პრინციპებით
ეს არის ილუზიები და თავის მოტყუება
10 ცალი კი გადასცეს ოფიციალურად, მარა რეალურად 50 ცალი იქნება და ა,შ
გამოცხადდა 31 ერთეული აბრამსი? მიეწოდება 31 ერთეული და არა 95 ერთეული
ანუ მიწოდება ხდება იმდენის, რაც ცხადდება
რადგან ნატოს მოქმედების პრინციპი არის გამჭვირვალე და მკაცრად გაწერილი ბიუროკრატიული
და ბოლოს 3-4 კრაბი კი არ განადგურდა
არამედ ორიქსის მიერ გავრცელებული მასალებით (ფოტო/ვიდეო)
დაიკარგა მინიმუმ 13 ერთეული კრაბი
საიდანაც 11 ერთეული განადგურდა და 2 ერთეული დაზიანდა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 27 Apr 2023, 21:25