დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ ვოლესის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მიაწოდა Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომელთა მეშვეობითაც უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Storm Shadow არის ბრიტანულ-ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი არის (საექსპორტო ვერსია)დაახლოებით 250 კმ. ის იწონის 1 300 კგ-ს, საიდანაც 450 კგ შეადგენს ამფეთქ მასას. ერთი რაკეტის ფასი შეადგენს დაახლოებით 1,3 მილიონ აშშ დოლარს.
Storm Shadow სამიზნისაკენ მიფრინავს დაბალ სიმაღლეზე(მიუყვება რელიეფს), რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვას მაქსიმალურად ურთულებს მის აღმოჩენას და შემდგომ ჩამოგდებას.
მისი მიღებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უჩნდებათ გაცილებით დიდი შესაძლებლობები, რათა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ღრმა ზურგში განახორციელონ სარაკეტო დარტყმები სტრატეგიული ობიექტების(ავიაბაზები, საწყობები, სარკინიგზო კვანძები, პორტები, ჰსთ-ს პოზიციები და ა,შ) მიმართულებით. ზემოაღნიშნული რაკეტების მიწოდების შემდეგ, სავარაუდოდ ყველაზე მასირებული სარაკეტო დარტყმები განხორციელდება ყირიმის მიმართულებით, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყირიმის ხიდზე.
დიდი ალბათობით დასავლელმა სამხედრო კონსტრუქტორებმა შეძლეს და ფრთოსანი რაკეტის ინტეგრირება მოახდინეს უკრაინის საჰაერო ძალებში არსებულ მოიერიშე ტიპის აპარატებზე და მისი გამოყენება მოხდება სუ-24M ტიპის საფრონტო ბომბდამშენის მეშვეობით.
Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა იქნება რუსი მეზენიტეებისათვის ახალი თავის ტკივილი და ძალიან საინტერესოა რამდენად წარმატებით შეძლებს ზემოაღნიშნული რაკეტა რუსული “უანალოგო” შეიარაღების გარღვევას(ამ შემთხვევაში ეშელონურ საჰაერო თავდაცვას). დიდი გამოცდა ელის ს-400-ის, ბუკის, ტორისა და პანცირის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
https://www.facebook.com/100092420144909/po...14714511619220/?