როგორსაც იმსახურებს
საქართველოში უამრავია განათლებული, ნიჭიერი, წესიერი ადამიანი (ნუ რამდენად საქმის გამკეთებელიცაა ეგ ჯერ არავინ იცის). ჯერ ყველა არ წასულა მექსიკაში.
და ორივე მხარე, ნაცებიც და ქოცებიც ახალი კადრების შიმშილს განიცდის.
ქოცები რომ განიცდიან ეგ გასაგებია, როგრც შეიძლება ოდნავ მაინც რამეზე გქონდეს პრეტენზია და სატანისტებთან და როკფელერის ჯგუფთან მეომარ პრემიერ მინისტრს დაუდგე გვერდით? შეუძლებელია.
უცნობი, ხაინდრავა და ის ტიპი - რკინიგზაში რომ მუშაობს - ეგაა მაგათი "პატალოკი".
ნაცები რატომ ჩაიკეტნენ ასე, ეგ არ მესმის. ეხლა საუკეთესო დრო აქვთ ამ ხალხის მოსაზიდად და წინ დასაყენებლად. საკუთარ ამბიციებს ვერ ერევიან?
გირჩი. იგივე შანსი აქვს ჯაფარიძესაც. უამრავია ეს ხალხი სად იყურებით? რას აკეთებთ?
ოღონდ არა მსახიობები და მომღერალი გოგუშკები რა!!!
მსახიობები ზოგადად ძალიან გაუნათლებელი ხალხია, აი ძალიან. გოგუშკები ჯობიან კიდო.
თუ არადა ეს ხალხიც მექსიკაში აღმოჩნდება.