2Buaსად დაინახე რომ რამეს ვფიტავ?

დავწერე მარტივი ჭეშმარიტება. რუსებს ექნებათ პეტრიოტის განადგურების მუდმივი მცდელობები, როგორც კი რესურსს დააგროვებენ. რამე დავწერე გამოფიტვაზე? არ დამიწერია. დავწერე რომ რუსებმა შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მიდგომები.
ზოგადად კი რაც შეეხება ჰსთ-ს გამოფიტვას,
სამწუხაროდ ის უკვე საკმაოდ გამოფიტულია, რაც ჩანს ბოლო დროინდელი მოვლენებიდან.
ხმელნიცკი-ნიკოლაევი-ოდესა-ზაპოროჟიე - დასავლეთ უკრაინა
ყველგან იკლო ჰსთ-ს მუშაობის ინტენსივობამ და გაიზარდა რაკეტების გაპარების შემთხვევები.
ადრე უკრაინული ჰსთ ყველა რაკეტის ჩამოგდებას თუ ცდილობდა, ახლა ეგრე აღარ არის.
ულევი არ არის საბჭოთა საზენიტო რაკეტები.
აშკარაა რომ ყველაფრის ჩამოგდებას არ ან ვერ ახერხებენ უკვე. ეს იმის ფონზე როდესაც რუსების სარაკეტო შეტევებმა შეიცვალა სახე და 90 რაკეტიანი ზალპების ნაცვლად 10-20 რაკეტას ისვრიან.
გაიზარდა კიევის თავდაცვა მაგრამ სხვა რეგიონების დაცვამ იკლო. თან აპარებენ "კალიბრებს" და არა Х-101-ებს.

რამდენი "პეტრიოტი" მიაწოდა დასავლეთმა და რამდენი С-300 იფიტება აბა კარგად დათვალე
რომ დათვლი მერე დაფიქრდი კარგად გამოფიტვაზე.
იმ დონეზე არ გამოიფიტება რომ რუსების ავიაცია ვერ შეაკავონ და საჰაერო ბატონობა დაუთმონ, მაგრამ ობიექტური ჰსთ ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო, როცა ყველა რეგიონს С-300-ების საზენიტო ბრიგადა იცავდა 3-4 დივიზიონით და ყველა შეტევაზე ათეულობით რაკეტას ხარჯავდა.
რასაც დასავლეთი აწვდის რეალურად არის მხოლოდ კიევის დასაფარად საკმარისი.
მარტივი მათემატიკაა
არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ არის აქ
არც ჰაერიდან მოტანილი არანაირი არგუმენტი
უბრალო მარტივი მათემატიკაა.
დაახლოებით 1500 საზენიტო რაკეტა ქონდა უკრაინას С-300 სისტემებისთვის
ისროლეს ძალიან ბევრი.
"ფუფუნება" ქონდა უკრაინას როცა შეეძლო ყველა რეგიონი და მსხვილი ქალაქი დაეცვა
ახლა აღარ აქვს.
სამწუხარო რეალობაა.
არ მგონია ეგ ფუფუნება დაბრუნდეს უახლოეს მომავალში იმიტომ რომ მაგის რესურსი პრინციპში არც არსებობს დასავლეთში როგორც ვხედავთ
ამიტომ ჰსთ შეასრულებს უფრო სამხედრო ამოცანებზე გაკეთებულ პრიორიტეტულ მიზნებს და დაიცავს მხოლოდ ჯარებს და ძალიან მნიშვნელოვან ინდუსტირულ ცენტრებს + დედაქალაქს...