ჩვენ მშვიდობა გვინდა, აბა, რუსეთს ხომ არ გავაღიზიანებთ?!
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე დააკავესრუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32411292.htmlრავიცი, პრემიერად წოდებული ბავშვების ბულერი აცხადებს, რომ ჩვენმა რუსულმა ხელისუფლებამ მშვიდობა მოუტანა საქართველოსო... ისე, მართალია ეგ კაცუნა, ვიღაცას გაიტაცებენ, ვიღაცას წამებით მოკლავენ, ვიღაცას საფლავზე არ მიუშვებენ. ვის ეხსოომება ეს ადამიანები? რუსმა ოლიგარქ/კლეპტოკრატმა ივანაშვილმაც ხომ დაგვმოძღვრა თავის დროზე: გაგებით მოეკიდეთ კრიმინალსო.
აგერ, რას წერდა ჯერ კიდევ 1993 წელს აკაკი ბაქრაძე:
"საქართველოში არ დადის ჭკუათმყოფელი კაცი, რომელსაც მშვიდობა არ ერჩიოს ომს. არ სძულდეს ხოცვა-ჟლეტა, სისხლის ღვრა და ყველა უბედურება რაც ომს ახლავს. მაგრამ კითხვა ისმის - როგორ, რის ხარჯზე მოვიპოვეთ მშვიდობა? ან მოვიპოვეთ კი მშვიდობა? ვინ არის იმის გარანტი, რომ გამარჯვებული თავბრუდახვეული გუდაუთის ხროვა ქართულ მოსახლეობას არ ამომწყვეტს, ლტოლვილად და უსახლკაროდ არ აქცევს? რუსეთი და გაერო ამის გარანტი ნამდვილად არ არის. საქართველოს მშვიდობიანი ცხოვრების გარანტი ქართველი ხალხი უნდა იყოს, ქართულლი არმია უნდა იყოს. ნუ შევქმნით იმ მდგომარეობას, რასაც დავით გურამიშვილი ხატავდა:"დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა." დღევანდელ საქართველოში არ არის (შეიძლება არც მომავალ საქართველოში იყოს) ვაჟა-ფშაველაზე უფრო დიდი ჰუმანისტი, კაცთმოყვარე და მშვიდობის მეტრფე. უნივერსალური სიყვარულის იდეისა და მინდიას ავტორმა დიდებულად იცოდა - რა უბედურებაც არის ომი. მაგრამ არსებობს ომზე უფრო დიდი უბედურება - ღირსების დაკარგვა. ამიტომ წერდა "ფშაველი ჯარისკაცის წერილში":
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად,
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
მხნედ მივალ. ვერვინ დაგვცინებს
ლაჩარის შვილის ყოლაზე"
1993 წ, აკაკი ბაქრაძე, თხზულებანი, პუბლიცისტიკა, ტ VI, გვ. 534-535