დიახ, ხუთ ნაწილად იყო გახლეჩილი ქვეყანა და „გადარჩენაც“ მაქედან აითვლება, თორემ ისე ეს რა გადარჩენაა.
მაგრამ ეს არ მომხდარა თავისით ან სასწაულებრივად...
დარბაზი თუ გახსოვთ, აფხაზეთიდან დევნილი ქართველების რესურსი, დათო ჯაფარიძე ამუშავებდა. რუსულენოვანი იყო, თითქმის 20 წელიწადს სახეს ახევდა ქართულ ვატას და ძალიან ებრძოდნენ რუსები. იქ გამოქვეყნდა ასეთი რამ:
Отрывок из лекции, прочитанной в Софийском Университете отставным сотрудником американских спецслужб
„ნაწყვეტი ამერიკული სპეცსამსახურების გადამდგარი თანამშრომლის მიერ სოფიის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციიდან“
დღეს ეს რესურსი აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, მაგრამ გადაიტანეს ეს ტექსტი სხვაგანაც და კი იძებნება დღესაც ქსელში.
რუსულად ვისაც შეგიძლიათ წაკითხვა, ჯობს
აგერ სრულად ნახოთ დედანში.
ხუთი ნაწილი იყო: სეპარატისტული სოხუმი, სეპარატისტული ცხინვალი, აჭარის „დამოუკიდებელი“ ფაშა რუსეთის გენერლის წოდებით, გამსახურდია დანარჩენ დასავლეთ საქართველოში და შევარდნაძე – დანარჩენ აღმოსავლეთში.
„სავარაუდოდ, ასეთი პოლიტიკური კონსტრუქცია საკმაოდ გამძლე იქნებოდა, რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა, დიდი ხნით მოეკიდებინა ფეხი რეგიონში. თუმცა, ამ მართული კონფლიქტის დასკვნითი ეტაპი მოსკოვში უმართავ კონფლიქტთან ერთად მიმდინარეობდა. პარლამენტის ბარბაროსული დაბომბვის შემდეგ ელცინს ძალიან სჭირდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა. ამან, აგრეთვე სხვა მიზეზებმა, რომლებიც კვლავაც აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თავისი როლი ითამაშა. რუსებმა დასავლეთ საქართველო დატოვეს“.
(სოფია 2001 წ.)
აქ შეიძლება ზოგმა იდავოს ტექსტის სანდოობაზე, თუმცა „დარბაზში“ ამას მაქსიმალურად აქცევდნენ ყურადღებას.
და თუნდაც საერთოდ არ ენდოს ვინმე, მსჯელობა მაინც საყურადღებოა, რა და რატომ ხდებოდა მაშინ კავკასიაში.
This post has been edited by griankali on 28 May 2023, 21:16
რუსეთი უნდა დაინგრეს.