ჩემი დიდი პატივისცემა ირაკლი ღარიბაშვილს, ქართველ ვაჟკაც კაცს - ამ კუთხით ეტალონს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც დღეს ვალმოხდილი წავიდა პოლიტიკიდან, მიღებული და ატანილი აქვს გაუგონარი რაოდენობის თავდასხმები და შეურაცხყოფა პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში - თავისი და ჩვენი სამშობლოსთვის.
უმაგრესი ქართველი, რომელმაც როგორც პრემიერმინისტრმა ოფიციალურ და დახურულ შეხვედრაზე (!) პირველმა მოისმინა შოკისმომგვრელი შეთავაზება "პარტნიორისგან", "ჩვენ რომ ვიცით იმისგან" - რო რამე, თუ როგორ უნდა გავსულიყავით ჩვენ და ჩვენი შვილები პარტიზანულ ომში რუსეთთან და ცოტანი რომ არ ვიყავით 3.7 მლნ ადამიანი ამისთვის.
რომელმაც ასევე თავის დროზე გაბედა იმის თქმა, რაც დღეს პრაქტიკულად თითქმის აღარ არის სადავო, ტრაგიკულია, მაგრამ ასეა.
ვინც ამ აზრის თავის დროზე გაზიარებისთვის მეც თავს მესხმოდით, თქვენიც მესმის და გპატიობთ კიდეც.
ესეც ტრამპის მიერ უკვე არაერთხელ გამეორებული იგივე პოზიცია, რაც ღარიბაშვილმა ორი წლის წინ გამოთქვა, თუ რა იყო უკრაინაში ომის დაწყების ერთერთი მთავარი სავარაუდო მიზეზი,
ტრაგიკულია, რომ ამ მიზეზით დაწყებული ომის შედეგი წარმოადგენს უდიდეს კატასტროფას - ვიღას ახსოვს საერთოდ ნატო (ისიც გავიხსენოთ, როგორ აკომენტარებდნენ შუალედებში - ჯერ გაიმარჯვოს უკრაინამ და მერე მივიღებთ ნატოშიო):
"
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.
„ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ამას ყველა ხვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ყირიმის საკითხი დაკავშირებულია ობამას ადმინისტრაციასთან.
„ეს ობამას ომია. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ვერასდროს შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.
„არ მგონია, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.
პირველივე დღიდან მგონია, რომ ეს იყო ის, რამაც ომის დაწყება გამოიწვია – როცა დაიწყეს საუბარი ნატო-ში გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას გაკეთებული განცხადება ომის პირველივე დღეს დასრულების შესახებ იყო გადაჭარბებული და ნაწილობრივ ხუმრობით ნათქვამი.
„ეს გადაჭარბებით ვთქვი. ცხადია, ხალხმა იცის, რომ ეს ხუმრობით ითქვა, მაგრამ ასევე ითქვა, რომ ომი დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იწელება პროცესი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„მე არ მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. აქ სამი თვეა ვარ, ეს ომი კი, სამი წელია, გრძელდება. ეს ბაიდენის ომია, არა ჩემი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
"
https://1tv.ge/news/donald-trampi-ar-mgonia...aman-gamoiwvia/ This post has been edited by შავლეგა on 25 Apr 2025, 18:09