ნოდარ მელაძის შაბათი LIVE ⭕
17 ივნისი, 2023 წელი
https://www.youtube.com/watch?v=1JAbnYvoXOg***
700 სტუმარი, 5 000 ლარიანი ტორტი, "შვიდკაცა" და "ერისიონი" - გომელაურის შვილის ქორწილი მცხეთაში
https://mtavari.tv/news/91086-700-stumari-5...orti-shvidkatsaგამოქვეყნდა: 4 ივლ, 2022 - 21:27
ვახტანგ გომელაურმა ქალიშვილს ქორწილი მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში გადაუხადა. 700 სტუმრისთვის გაშლილი სუფრა,
5 ათას ლარიანი საპატარძლო ტორტი, ანსამბლი შვიდკაცა და ერისიონი სცენაზე - ყველაზე მოკრძალებული
გათვლებით შს მინისტრს შვილის ქორწილი მინიმუმ 140 ათასი ლარი დაუჯდებოდა.
მინისტრის ხელფასი მისი ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით თვეში 6 ათას ლარზე ოდნავ მეტია.
გომელაურების ოჯახში სხვებსაც აქვთ შემოსავალი, მაგრამ ვერცერთი ოფიციალური დოკუმენტით ვერ დგინდება
საიდან შეიძლება ჰქონოდა მინისტრის ოჯახს ლეგალური შემოსავალი, ასეთი მდიდრული წვეულების მოსაწყობად.
ვახტანგ გომელაურის ქონება რომ თანამდებობაზე მოსვლისთანავე დიდი სისწრაფით იზრდება, მისი დეკლარაციიდანაც კარგად ჩანს.
მინისტრობამდე მის სახელზე მხოლოდ ვარკეთილის ოროთახიანი ბინა ფიქსირდებოდა, ახლა კი არაერთი ძვირადღირებული ვილის მფლობელია.
მმართველი გუნდის ოპონენტებმა კარგად იციან, რომ გომელაურს მილიონობით ლარის ბიზნესი, მათ შორის სათამაშო და სამშენებლო სექტორში,
თავის ნათელმირონზე, დავით ველიჯნაშვილზე ფიქტიურად აქვს გაფორმებული. თუმცა გომელაური ამას უარყოფს.
***
ეს 1,5 მ. სიმაღლის 5000 ლარიანი "კონუსი" გომელაურის ქალიშვილის ინიციატივით დამზადდა.
დამჯერი შვილი, კარგი გოგო, გაითვალისწინა ჭკვიანი მამის პერსპექტიული გათვლები. აბა როგორ გინდათ?
სხვას ვის უნდა სურდეს შვილისთვის საუკეთესო, თუ არა მშობელს, შემოევლოს მამა. ჯერ პირადი გემოვნებით
შეურჩია ქალიშვილს მეუღლე, შემდეგ კი სიმწრის სისხლით ნაშოვნი ფულით მდიდრული ქორწილი გადაუხადა.
მამაკაცური ძლევამოსილების წარმართული სიმბოლოს - მარწყვის ტორტი-პირამიდის დიზაინერის საუბრიდან:
"მართალია, ამ შემთხვევაში მე ვერანაირ ცვლილებას ვერ შევიტანდი იმიტო, რო პატარძალს ესე უნდოდა.
აი, ქვევით ცოტა განიერს გავაკეთებდი... არ მეგონა, თუ ესეთი ეფექტური გამოვიდოდა.
რაღაცა ვიფიქრე მეთქი რატო აკეთებენ ამ "ნაძვის ხეს"ოქროსფერი ქაღალდით,
მარა ფაქტია რო აი ყბა დააღებინა სუყველას."
This post has been edited by Катеньки on 18 Jun 2023, 20:13
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.