ნაცები მოვლენ თუ ყველაფერს არ აიტანთ ჩუმად;
სხვა გზა უბრალოდ არ გაქვთ,
ხაბეიშვილის სისხლიანი დიქტატურა დამყარდება,
ხალხს დახოცავენ და ჭერში შემოაწყობენ,
სააკაშვილს მეფედ დასვამენ და ყველას ძუძუებს დაგვაჭამს,
რუსეთთან ომს დაიწყებენ და თბილისს მარიუპოლად გადააქცევენ,
ნატოში გაწევრიანებას მოითხოვენ და პროვოცირებულ გენოციდს მოაწყობინებებნ პუტინს,
სანდრა ორგანოების ბიზნესის ინტერგალაქტიკურ ქსელს შექმნის,
ბაიდენს ბიოლაბორატორიებს გაახსნევინებენ და ებრაელ ნეონაცისტებს დაასაქმებენ,
გეებს უფლებებს გაუზრდიან და ქართველობას წაგვართმევენ;
ეგ გირჩევნიათ?!
ისწავლეთ თქვენი ადგილი!
მადლობა გადაუხადეთ კადიროველებსაც და რუსებსაც, რომ ნაცებისგან და ომისგან გიცავენ,
მოწიწების და თავმდაბლობის მლიქვნელურად გამოხატვას შეეჩვიეთ!!!!
არ დაგავიწყდეთ, რომ მონობა თავისუფლებაა.