ეგრეა სწორედაც.
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
https://www.interpressnews.ge/ka/article/75...i-propagandisti...პერსპექტივა ევროპის მხრიდან გაზრდილია, მაგრამ ჩვენ თავად ვქმნით ახლა ჩვენი ევროპული პერსპექტივის პრობლემას. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, ცდება ოპოზიციაც და ექსპერტთა ნაწილიც, რომელიც გამოკითხვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროპული ორიენტაციისაა.
ჩემი აზრით, ასე მარტივად არაა საქმე. თუკი ადამიანს ეკითხები, გინდა ევროპაშიო და ის გპასუხობს - კი, მინდაო, ვფიქრობ, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მას ევროპული ორიენტაცია აქვს. ევროკავშირის წევრობა ევროპული ღირებულებების გაზიარებას ნიშნავს. ამ მხრივ კი, თუკი იგივე გამოკითხვებს კარგად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის შეხედულებები ასეთი ოპტიმისტური დასკვნების საშუალებას მაინცდამაინც არ იძლევა.
ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველი შემთხვევისთვის 20%-ზე ბევრად მეტი, საკმაოდ კრიტიკულად, რიგ შემთხვევაში კი, რადიკალურად უარყოფითად არის განწყობილი ევროპული თანასწორობის, ტოლერანტობის, უმცირესობების დაცვისა და ა.შ საკითხებისადმი. ამ მხრივ სურათი არცთუ სახარბიელოა. სწორედ ამას იყენებს ხელისუფლება, ცდილობს თავი წარმოაჩინოს ოჯახის, ქართული ტრადიციული ღირებულებების დამცველად, რომელსაც გარკვეული ძალები ევროპიდან ემუქრებიან.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ისარგებლოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცოდნის დონით, დანერგოს გარკვეული შიში, სკეფსისი ევროპული ღირებულებების მიმართ, შექმნას აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენს რწმენასა თუ თვითმყოფადობას ევროპაში გარკვეული ძალები ემუქრებიან (ქართველობას გვართმევენ), რათა ამ ფონზე თავი გამოიყვანოს, როგორც ქართული იდენტობის დამცველი ერთადერთი პოლიტიკური ძალა.
ესაა დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლატფორმა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. საგარეო პოლიტიკური, პრო -პუტინისტური ნარატივების გაჩენაც ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლებში, ჩემი აზრით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ამ ტიპის ამომრჩევლისთვის, სწორედ პუტინია ის ფიგურა, რომელმაც „ამხილა“ გარყვნილი ევროპა და დასავლეთი ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების მიმართ ღალატში, რომელიც ახლა უკრაინაში ებრძვის სატანისტებს და მართლმადიდებლური ტრადიციების მტრებს.
ასეთი რელიგიური ფუნდამენტალისტი და ანტილიბერალურად განწყობილი ამომრჩეველი, რომლის „დაბევებასაც“ ცდილობს მმართველი პარტია, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია საქართველოში.
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ასეთი ამომრჩევლისთვის ვერანაირად ვერ იქნება მომხიბვლელი პროევროპული ზელენსკის მხარდამჭერი და „მართლმადიდებლობისა თუ ტრადიციების დამცველი“, პუტინის მაგინებელი ხელისუფლება. შესაბამისად, ხელისუფლება, თავის საგარეო პოლიტიკური რიტორიკითა და ნაბიჯებით, სრულად ცდილობს, დააკმაყოფილოს ასეთი ამომრჩევლის გემოვნება.
თანაც, ცოდვა გამხელილი ჯობია და სულ უფრო მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ნაწილი მაინც ძალიან ბუნებრივია ამ როლში, რადგან, თავისი მენტალობით, თავადვე არის ამ ბნელი, ანტიევროპული, რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიის მატარებელი.
რუსეთი უნდა დაინგრეს.