იმედია იმასაც მიხვდა ბევრი რომ არასწორად ეჯმევა ხშირად საბჭოთა იარაღს იმის გამო რომ დიდი დანაკარგი განიცადა რუსულმა არმიამ.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა - თანამედროვე ომში სადაც დრონების და არტილერიის კომბინაციით შეგიძლია მთელი ბატალიონები ამობუგო, მსგავსი დასკვნების გაკეთება პრინციპში არ არის სწორი. იმის შესახებ რომ რაღაც "ცუდია".
ნუ ის ფაქტია რომ Leopard-2-ში ჯდომა ჯობია ვიდრე T-72-ში იმიტომ რომ მეორეს ძალიან ცუდი კომპონირება აქვს და საბრძოლო მარაგის განთავსება, მაგრამ ეგ იმიტომ რომ დოქტრინა იყო ეგეთი და დოქტრინა კარნახობდა მაგის დიზაინს როცა აკეთებდნენ. ლეოპარდს კიდე სხვა დოქტრინით ქმნიდნენ. და არა იმიტომ რომ უბრალოდ "ცუდია" ტ-72. თანამედროვე ომში სხვა დოქტრინაა და აღარ ჯდება უბრალოდ.
მოკლედ ცოტა კომპლექსური რამეა ომი.

აი ეხლა მაგ 47-ე ბრიგადის ადგილზე მაგალითად 93-ე რომ ყოფილიყო მხოლოდ საბჭოთა ჯართით შეტევაში, შეიძლება ეგეთი რამ არ მოსვლოდათ და გაცილებით უკეთესი შედეგიც დაედოთ.
აი ეხლა ვიღაცამ რომ თქვას ლეოპარდი და ბრედლი მაგარი ###ობა არისო იმიტომ რომ ასე განადგურდნენო ხო ღირსი იქნება რომ გამუტლო?