თბილისში რომ ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეგიონებში ნორმალური სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები არ არის. ჩამოდის- ეს ახალგაზრდობა და შემდეგ წასვლა აღარ უნდათ, რადგან რეგიონებში არანაირი პრესპექტივა არ არის.
დედაქალაქს თუ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს რეგიონები განათლების კუთხით, მაშინ არც ბევრი ახალგაზრდა ჩამოვა და რეგიონშიც შეიქმნება სამუშაო ადგილები და ასევე- რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი გვეყოლება, რომლებსაც ელემენტარული აზროვნების უნარი ექნებათ, ქოცების მსგავს ნაგავს აღარ მივიღებთ ხელისუფლებაში და ვერც ღრუსული პროპაგანდით დააბოლებენ ხალხს, ქართველობას გვართმევს დასაველეთი და ა.შ.
მივესალმები მსგავს პროექტებს.
ისე, ნაცებს რომ მეტი ჭკუა ჰქონდეთ, წალენჯიხაში უნდა დაეწყოთ ბევრი კარგი პროექტი და მაგით აჩვენებდნენ მოსახლეობას ქოცებს და მათ შორის რა განსხვავებაც არის. მესმის ბევრი უფლებები არ აქვს ადგილობრივ მერიას, მაგრამ რამოდენიმე კარგი პროექტის გაკეთება მაინც შესაძლებელია და ამას დავუმატოთ კარგი პიარი და ეგაა