#60448452 · 11 Jun 2023, 02:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამას ხომ უნდა მოფიქრება!!!
როგორღაც ხომ უნდა გქონდეს მოწყობილი (მოქცეული) ტვინი რომ ასე დაამახინჯო ან ვერ დაინახო, ვერ მიხვდე ვერაფერს!
ერთერთი ყველაზე დიდი დამსახურება სააკაშვილის იყო სოციალური ლიფტების გაჩენა, როდესაც ახალგაზრდას შეეძლო მშობლების და ბიძების კავშირების გარეშე სადმე მოემართა, კონკური გაევლო, მუშაობა დაეწყო...
დღეს როგორ ხდება იგივე პროცესის გავლა ამაზე ჯობია არც ვილაპარაკოთ.
იდეა 2003, 2004 წლებში იყო ძალიან მარტივი - გვჭირდება ახალი ხალხი, ძველი კორუმპირებული ურთიერთობებისგან თავისუფალი ახალი ხალხი.
ეს არის ძირითადად ახალგაზრდობა.
არაფერი არ იციან, სად რა უნდა დაწერონ და როგორ შეავსონ ფორმა, არ იციან.
მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, მაგას ისწავლიან, ზოგი ნელა, ზოგი სწრაფად, ვიღაც წავა, ვიღაც დარჩება, გაიცხრილება
მაგრამ რაც მთავარია ახალგაზრდები, ეს ხალხი ყველაზე უფრო თავისუფალია კორუმპირებული, ხელი ხელის მბანელი ურთიერთობებისგან.
10 წლის შემდეგ უკვე გვეყოლება გამოცდილი ხალხი რომლების საშუალო და ზედა მენეჯმენტს შეავსებენ...
ამაში ერთადერთი რაც დაინახეთ, თურმე მიშამ თავის ნაშები და ნაშების შვილები დაასაქმა??????
მართლა?
სულ ესაა თქვენი გონებრივი შესაძლებლობები?
|