ყველაფერი არის მარტივი.
"რუსეთი მონსტრად მოგვევლინება"
"ურალის მთების მიღმა დამალული არმიები"
"სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და 5 სმენაში მუშაობა"
ეს ყველაფერი საიდან მოდის? ისტორიული პარალელების გავლებიდან. რუსების და მათი მოყვარულების საყვარელი თემაა ის რომ რუსეთი ბოლო მომენტში შემოატრიალებს ხოლმე და იგებს ომებს.
ამ შემთხვევაში ძალიან დიდი შედარება ხდება მეორე მსოფლიო ომთან და სსსრკ-ს "მონსტრად მოვლინებასთან".
უბრალოდ ეს ყველა თეორია არ ითვალისწინებს იმ ფაქტს რომ
სტალინმა 20 წელი დახარჯა საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციაზე, ყველა და ყველაფერი გაწირა მაგისთვის, პლიუს დასავლეთი ეხმარებოდა მაგაში.
20 წელი!
სტალინის მენეჯმენტით და რესურსებით. ფაქტობრივად უფასო რესურსებით, როცა ხალხს ამუშავებდნენ მონებივით. ეს უძვირესად დაუჯდა საბჭოთა მოსახლეობას.
ახლა მაგის არანაირი რეალური პირობა უბრალოდ არ არსებობს.
არც სტალინია
არც ხალხი არ მუშაობს უფასოდ
არც 20 წელი არ აქვს პუტინს
(20 წელი ქონდა და მაგ 20 წელში პირიქით განადგურდა საბჭოთა დანატოვარის 30-40% და მაგ მითიური ქარხნების ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები გახსნეს)
ასე რომ ძალიან სასაცილოა ეგ მოლოდინები

ეგ არის "მაგიური აზროვნება" როგორც ასეთი.
ის აზრი რომ წარმოების გასაზრდელად მხოლოდ მონდომებაა საკმარისი და ბრძანების გაცემა, არის სრული აბსურდიაი პუტინმა ბრძანება გასაცა და თვეში 10 ტანკის ნაცვლად 1000 აწარმოეთო ეგეთი რამ არ ხდება ბუნებაში
This post has been edited by ბიჭური on 14 Jun 2023, 12:03