
კაცური კაცი. ბოღმის პერიოდი ძაან ახალგაზრდობაში მოვიტოვე უკან.
არჩევნებს იგებს უმრავლესობა.
ასევე, არაა ლამაზი ქართველებს, რომელიც შენს ან "დასავლურ" სასტავის აზრს არ იზიარებს, რუსეთუმე „შნირები“ უწოდო. გავა დრო და გამოჩნდება თუ ვინ ყოფილა რუსეთუმე და შნირი...
ახლა რჩევა ჩემი გამოცდილებიდან: კაცურად, არ უშვებს ხანდახან, ეჭვის დონეზე მაინც, რომ ცდები? სცადე ხოლმე და ოპონენტის კუთხიდანაც შეხედო სიტუაციას, იქნებ მთლად ეგრეც არაა საქმე....
ღმერთმა დამიფაროს აგდებულად ვისაუბრო გინდათ ბატონ მიხეილზე გინდაც გვარამიაზეც. ყველა მსჯავრდებულსაც უნდა ღირსეულად მოპყრობა და ყველა ქართველსაც (მათ შორის „რუსეთუმე შნირ“ უმრავლესობასაც). ასეთი აზრი რატომ გამოიტანე, რომ აგდებით მოვიხსენიე ვინმე, არ ვიცი, მაგრამ ნება შენია, როგორც გინდა...
მაგრამ! მე კატეგორიულად მომხრე ვარ კანონის დიქტატურის! დამნაშავე, ნაცია თუ ქოცია, პრეზიდენტია თუ გლეხია, ერთნაირად უნდა იხდიდნენ სასჯელს. ასე აშენდა სინგაპური, ბატონ მიხეილს რომ უყვარდა ხსენება. გადაიკითხეთ მისი განვითარების ისტორია... სწორედაც რომ კანონის დიქტატურით დაიწყეს ქვეყნის შენება.
ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს ყველა ქართველს, ერთმანეთის პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული.