#60467509 · 17 Jun 2023, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hiksos
QUOTE | ბოდიში და არც იმდრონდელი თაობა ბრწყინავდა ინტელექტით და ისინიც ძალიან კარგად დააბოლეს. |
იმდროინდელმა თაობამ რომ სისულელეები აკეთა, ეგ უდავოა. ამ ქმედებებით მიყენებულ ზარალს რომ დღემდე ვიხდით, ეგეც უდავოა. მაგრამ ინტელექტს და განათლებას რაც შეეხება, ამას ნამდვილად ვერ შევადარებ. ამის მიზეზი არა იმ თაობის განსაკუთრებულობაა, არამედ 90-იანებიდან დაწყებული ტვინის გადინებაა და ასევე - ქალაქის მოსახლეობის მასიური ჩანაცვლება სოფლის მოსახლეობით. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ის თაობა აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრობდა და აბსოლუტურად სხვა ფასეულობებით. არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური გამოცდილება მას საერთოდ არ გააჩნდა, რადგან იმ დროს მოსახლეობას არ ჰქონდა მათთან შეხება, სახელმწიფო აკეთებდა ამას მის მაგივრად და აჭმევდა იმას, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ.
|