სანდრო ბრეგაძე სადაურისტებში გადის ნეტავ.
https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1/p...tNBMWtkHpVBEFQl"ფეოდალიზმის, ბატონ-ყმობის და მონათმფლობელობის დაბრუნება საქართველოში!
– ვიცი ბევრს LIKE დაწერა შეეშინდება ამ პოსტზე, მაგრამ გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ - ბორკილების გარდა დასაკარგი აღარაფერი გაქვთ ‼️
– მათ სურთ რომ მათმა შვილებმა უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ისწავლონ, ხოლო ჩვენს შვილებს თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერონ ‼️
– არცერთი მათგანის შვილი ქართულ ჯარში არ მსახურობს, ხოლო სხვის შვილებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ ‼️
– პირდაპირ ეუბნებიან და აიძულებენ ახალგაზრდებს - ან მათი ყმები გახდნენ და თუ ეს არ მოწონთ, მაშინ უცხოეთში წავიდნენ.ემიგრანტებად აქციეს ნახევარი საქართველო ‼️
– ტენდერები, მშენებლობა, გადაზიდვები, ბაზრობები, მარკეტები, საჰაერო ტრანსპორტი, გაზი, ჰესები, ელექტროენერგია, წყალკანალი, ბითუმი, ბენზინი, დიზელი, სიგარეტი, ქვანახშირი, მარგანეცი, ხორბალი, ალკოჰოლური სასმელები და ასე შემდეგ - ყველა დიდი ბიზნესი ერთი კლანის ხელშია ‼️
– ხალხს ფულს პარავენ, ბიუჯეტს ძარცვავენ, შემდეგ სამევახშეო კანტორას ან ბანკს აარსებენ - მოპარულ ფულს უდიდეს პროცენტში მათ მიერ გაძარცვულ ხალხზე აპროცენტებენ - ბოლოს კი სახლ-კარს უყადაღებენ, ართმევენ და ღია ცის ქვეშ ტოვებენ ‼️
– სახელმწიფო მიწებს, ტბებს, მდინარეებს, მაღაროებს, წიაღისეულ სიმდიდრეს საკუთარ ოჯახებს ჩუქნიან ‼️
– უბრალო - პატარა სავაჭრო ჯიხურს ვერ ჩადგამ თუ მათი ე.წ. კრიშა არ გყავს ‼️
– მიედინება და მიედინება მათ ჯიბეებში მილიონები - მდიდრდებიან და მდიდრდებიან - ლონდონი, კანარის კუნძულები, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა და ასე შემდეგ - ყველგან სახლები და აგარაკები აქვთ შეძენილი ‼️
– დაბადების დღეებს და ქორწილებს ევროპის უძვირეს რესტორნებში იხდიან, დასასვენებლად ისეთ სასტუმროებში დადიან, რომ არაბ შეიხებსაც კი უკვირთ ‼️
– მოჯამაგირეების, მზარეულების, “ გუვერნანტკების “, მოურავების და მონების მთელი არმია ყავთ - თავი შუა საუკუნეების ფეოდალებად წარმოუდგენიათ ‼️
– 1,2,3 მილიონს ფულს არ ეძახიან, დაცვის ავტომობილები ყავთ რომელთა ფასი მილიონი და მილიონ ლარზე მეტია ‼️
– “ გორილების “, კუნთმაგარი და ჭკუასუსტი მანქურთების ამალა ახვევიათ თავს, რომლებიც პატრონის მიერ ბრძანების მიღებისთანავე მზად არიან დაარბიონ, მოკლან, დაასახიჩრონ ნებისმიერი ადამიანი ‼️
– ფეოდალიზმი, ბატონ - ყმობა, მონობა დააბრუნეს საქართველოში - მათი კლანი არის მმართველიც, მოსამართლეც, სამართალდამცავიც, კანონების დამწერიც და აღმსრულებელიც ‼️
– მათი სახელი ლეგიონია - ქართველთა მძარცველი, მჩაგვრელი, გამანადგურებელი ლეგიონი - ამ ლეგიონს საერთო სახელი - “ მმართველი ელიტა ან მმართველი კლანი ეწოდება “ ‼️
– მოვა 2024 წლის არჩევნები - ხმების მთვლელიც და გამყალბებელნიც თავად არიან . დაჩაგრავენ, დააშინებენ, მოისყიდიან ხალხს - ხმას მოპარავენ და ვისაც ვერ მოპარავენ მას საარჩევნო ურნამდე არ მიუშვებენ - დაიკანონებენ კვლავ 4 წელი მმართველობას და ახალი ენერგიით შეუდგებიან ქვეყნის ძარცვას ‼️
— “ მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ი ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს დ რ ო ა “
სხვა გზა არ არსებობს, თანამედროვე ბატონ-ყმობა თუ ფეოდალიზმი სხვაგვარად ვერ დამარცხდება "- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
რუსეთი უნდა დაინგრეს.