ახლაგაღვიძებულებმა უკვე დაძველებული ინფორმაციები რომ არ დაყაროთ.
ქრონოლოგია აქ არის
ქრონოგოლოგიურად:
• რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პრიგოჟინის ბაზა დაბომბეს ბახმუტში.
• ვაგნერის ნარჩენებმა ცეცხლი გაუხსნეს თავისიანებს (თავდაცვის ძალებს)
• ევგენიმ განაცხადა შოიგუს დედებს მოვდღნავთ, ეს სამხედრო გადატრიალება კი არა, ღირსების მარში იქნებაო და ოფიციალურად დაემუქრა.
• ფსბ-მ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით საქმე აღძრა
• კრემლი დაიკეტა
• სანკტ პეტერბურგში ვაგნერის ოფისში ფსბ შევიდა.
• როსტოვში და მოსკოვში ჯავშან და სხვა სპეცტექნიკა გამოჩნდა. 0:45
• მოსკოვის მიმართულებით მიმავალ გზებზე ბლოპოსტები მოეწყო და უფლება მიეცათ გახსნან ცეცხლი საჭიროების გათვალისწინებით
• ნოვოშახტინსკის და ვოლოშინოს (ვორონეჟის ოლქი) საგუშაგოების ცნობით ვაგნერელების კოლონების გადაადგილება შეინიშნება. მესაზღვრეები არ ერევიან 01:45
• არმიის გენერალი სუროვიკინი "სთხოვს" ვაგნერელებს, დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს. "ჩვენ ერთი სისხლის ვართ, მეომრები. სანამ ძალიან გვიან არ არის, თქვენ უნდა დაემორჩილოთ, რუსეთის პრეზიდენტის ნებას და ბრძანებებს". პრიგოჟინს ჰკიდია
• "ყველა გენერალმა, ვინც ვაგნერს შეჩერებისკენ მოუწოდა, ხელი მოაწერა საკუთა განაჩენს. ტრიბუნალი აუცილებლად იქნება" - ვაგნერი
• დაფიქსირდა ფრთოსანი რაკეტების გაშვება კასპიის ზღვიდან. უკრაინაში საჰაერო განგაში ჩაირთო. მიმართულება ჯერ არ ვიცით
• როსგვარდიის ცენტრალური ოლქის ყველა დანაყოფი მზადყოფნაში მოვიდა.
• ვრცელდება ინფორმაცია რომ პროვაიდერები ინტერნეტს თიშავენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ამჟამად ინტერნეტი რუსეთის მოსახლეობის 25%-ს მიეწოდება
• დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით როსტოვის ოლქში (კოზაჩი ლაგერი) პირველი შეტაკება მოხდა ვაგნერის და რუსეთის ეროვნული გვარდიის მებრძოლებს შორის. შეტაკების შედეგად როსგვარდიამ რამოდენიმე BTR-80 მიატოვა და გაიქცა. ვაგნერის კოლონამ მოსკოვის მიმართულებით სვლა განაგრძო 02:30
• ბელგოროდში ისმის აფეთქებების ხმა 02:35
• უკრაინელები ბახმუტში შეტევაზე გადავიდნენ. აღებულია რამოდენიმე ქუჩა და აყვანილია ტყვეები 02:35
• რუსული ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეული სპეც.ოპერაციების ბრიგადამ უარი განაცხადა ყაზარმებიდან გამოსვლასა და პრიგოჟინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმაზე 02:45
• რუსეთში ტერიტორიაზე ინტერნეტის შეზღუდვა დაიწყო. ამჟამად გლობალურ ქსელთან წვდომა, აბონენტების 25%-ს აქვს. 02:45
• "ამჟამად გადაკვეთილია სახელმწიფოს ყველა საზღვარი..მივდივართ როსტოვში. თუ ვინმე ხელს შეგვიშლის - ყველას გავანადგურებთ. მესაზღვრეები და წვევამდელები ჩვენს წინააღმდეგ არ ერევიან - პრიგოჟინი 03:10
• პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით რუსეთის საჰაერო ძალებმა მიიღეს ბრძანება, ავიაიერიში მიიტანონ ვაგნერელების კოლონაზე. რაზედაც პილოტებმა უარი განაცხადეს 03:30
• 04:40 თუ პრიგოჟინის განცხადებას დავუჯერებთ როსტოვში პირველი შეტაკება მოხდა. კოლონის მიმართულებით ვერტმფრენმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ჩამოაგდეს.
• ვაგნერმა.როსტოვში შტაბის (ზოგი წყაროთი მერიის) შენობა შტურმით აიღო. 06:05
• ростов пал, большая часть вагнеровцев выдвигается на Воронеж - როსტოვი დაეცა. ვაგნერელების ნაწილი მიემართება ვორონეჟისკენ (გზად მოსკოვისკენ). ამათმა ამ ტემპებით თუ იარეს, საღამოს კრემლი დაეცემა

06:15
• 06:40 ვორონეჟის შესასვლელში საპოლიციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ვაგნერის კოლონას. მიდის სროლები
06:50 როსტოვის ყველა სამთავრობო შენობა აიღო ვაგნერმა (თავდაცვა, პოლიცია, ფსბ და ადმინისტრაციული). პრიგოჟინის დაჯგუფება ქალაქს სრულად აკონტროლებს
07:00 ხადორკოვსკიმ რუსებს ვაგნერის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
07:00 სულ უფრო და უფრო მეტი კორპუსი გადადის ვაგნერის დაქვემდებარების ქვეშ (руссми)
ეხლა ვორონეჟში ვართ
Never argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience.