გმადლობ.
ქოცების მთავარი პრობლემა ეგაა (დამღუპველი საგარეო კურსისი შემდეგ), ასეთ რაღაცეებზე ლოგიკური პასუხების მიღებას საკუთარი ერუდიციის იმედად რომ ვცდილობთ;
საზოგადოება ერთმანეთისთვის სოცქსელებში გინებით არ უნდა არჩევდეს ტყუილ-მართალს;
სხვა გზას კიდევ არ გვიტოვებენ

რადგან დაწერე, ''სტატია შეტენესო''- ხვდები, სასამართლო არც ისეთი სამართლიანი და თავისუფალია, როგორც გვპირდებოდნენ,
ეს უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია უნდობლობის;
შეგვიძლია მედიასთან ურთიერთობის თავისებური სტილიც დავუმატოთ - იმედის ეთერით წინასწარ გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემა არაა საზოგადოებასთან კომუნიკაციის საუკეთესო გზა;
ასევე, თავქუდმოგლეჯილი გაქცევისას ლანძღვა-გინებით გამოკიდებული ჟურნალისტების საპასუხო გინებით და შეურაცხყოფით მოგერიება არის საშინელი სიველურე ყველა მხრიდან;
ხელისუფლების არსი ეგაა, ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა და ყველაფერი შენი გამოსასწორებელია,
რასაც ქოცები ორგანულად ვერ იტანენ, არასდროს არაფერზე აუღიათ პასუხისმგებლობა.
მოკლედ, მე რა კითხვაც დამისვი, მაგაზე ბორენკას 10 წლის წინ უნდა ქონდეს დამაჯერებელი პასუხი გაცემული