ალიგატორი რუსეთს ომამდე ყავდა 130 ერთეულამდე
ომში დაკარგეს 45 ერთეულის ფარგლებში
თუმცა 2022 წელს აწარმოეს დაახლოებით15 ერთეული და 2023 წელს ტემპი კიდევ უფრო გაზარდეს, წლის ბოლომდე შეიძლება ავიდნენ 23-25 ერთეულამდე
ასე, რომ არაა 50 დარჩენილი უფრო მეტია(100 ერთეულზე მეტია) და წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას
რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს/დააზიანეს კონყლტრშეტევის დაწყების მერე
ზოგადად რუსეთს ავიაციის დეფიციტზე მეტად პილოტების პრობლემა აქვს
სამწუხაროდ კიდე ყავთ ასეულობით მოიერიშე/გამანადგურებელი ავიაცია ( სუ-24/25/30/34/35) და მათ გამოლევაზე ფიქრი არასერიოზულია
რაც შეეხება დამრტყმელ შვეულმფრენებს
ალიგატორების გარდა ყავთ 100 ერთეულზე მეტი მი-28N
და რამდენიმე ასეული მი-24/35
რაც შეეხება თუ რატოა ალიგატორის ჩამოგდება ძალიან რთული ამ პირობებში
10 კმ მანძილიდან მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ეკიდებიან და ისვრიან მართვად რაკეტებს
სტაციონალური სისტემების რადარები(ს-300, ბუკი, ოსა, სტრელა, ირისი, ნასამსი) პრაქტიკულად ვერ ხედავენ ისე დაბლა დაფრინავენ
მანპადები და ახლო მანძილის სისტემები (გეპარდი, შტორმერი, სტინგერი, ევენჯერი და ა,შ) კი ვერ წვდებიან სიშორის გამო
ამიტომ არის სერიოზული პრობლემა
ალიგატორების წამალია თანამედროვე ავიაცია (რაც უკრაინას არ აქვს ამჟამად)
მიგ-29-ები და სუ-27-ები კი პრაქტიკულად ვერ ნადირობენ მათზე, რადგან ალიგატორებს სუ-35-ები იცავენ ზურგიდან და მათ რადიუსში თუ შევიდნენ დიდი ალბათობით ჩამოაგდებენ (სუ-35-ს გაცილებით მძლავრი და შორსმხედი რადარი აქვს, ვიდრე მიგ-29-ს ან სუ-27-ს)
ასე რომ ამ პრობლემას მოაგვარებს F-16V ან F-15
ალიგატორების მეორე წამალია კასეტურ თავაკიანი ატაკმსებით აეროდრომებზევე მათი მასიური დამუშავება(რაც ამჟამად ასევე არ აქვს უკრაინას)
აქედან გამომდინარე ალიგატორი ფრონტის ხაზზე შეტევის შესაჩერბლად მუშაობენ ეფექტურად და ქმნიან დიდ პრობლემებს
უკრაინა კი ეფექტურად ვერ ახდენს მათ განეიტრალებას, რადგან შეზღუდულია საშუალებებში
მათ გასანეიტრალებლად კი საჭიროა
ატაკმსი, F-16V ანუ ბლოკ 70 ან F-15
აშშ-ს ხელშია მათი განეიტრალება
ხლოპცები კი მაქსიმუმს ცდილობენ არსებულო საშუალებებით (სპეციალური ჯგუფები იპარებიან მტრის ზურგში და მარშრუტებზე ჩასაფრებებით ცდილობენ მანპადებით მათ ჩამოგდებას, რაც არის დიდი რისკი, მარა სხვა გზა არ აქვთ და უწევთ რისკზე წასვლა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Jul 2023, 06:42