ძალიან საინტერესო პოსტი ფეისბუქიდან:
Giorgi Koberidze
* * *
ერთგვარი ახნა თუ რატომ არ მიმდინარეობს შეტაკებები რუსეთის რეგულარულ არმიასა და "ვაგნერს" შორის:
1. "ვაგნერს" რუსულმა პროპაგანდამ წლობით უქმნა უძლეველობის, დაუმარცხებლობისა და სისხლისმსმელობის ნიშა. სპეციალურად იღებდნენ "ვაგნერელები" ვიდეოებს, სადაც აწამებდნენ და კლავდნენ ტყვეებს და ამბობდნენ ყველას ასე მოგელით ვინც ჩვენ წინააღმდეგ წამოხვალთო. ამას კი რუსული მედია თავისებურად ატრიალებდა და მათგან "მაგარ ბიჭებს" ქმნიდა. ახლა კი, როდესაც "ვაგნერი" მოსკოვზე წავიდა, არავის უნდა იყოს პირველი ვინც ცეცხლს გაუხსნის ამ ტიპებს - უბრალოდ ეშინიათ და არ არიან დარწმუნებული ვაგნერის ხელში რომ აღმოჩნდნენ რა ბედი ეწევათ. არც მთავრობისადმი აქვთ ნდობა და საერთოდაც იმდენი ხანი იყო პუტინი ჩუმად რომ ახლა უკვე გაურკვევლობაში არიან სად რა არის სიმართლე და ტყუილი. გუშინდელი "მაგარი ბიჭები" ბახმუტ-სოლედარის ამღები ძალები როგორ იქცნენ უცებ მტრებად - ვერ გაუგიათ და ვერ გაუთავისებიათ. ბევრს კი უბრალოდ ესიმპატიურება კიდეც "ვაგნერი" და მათი კრიმინალური, ნეონაცისტური და ტერორის იდეოლოგია.
2. რუსეთის არმიის ელიტა ახლა უკრაინაშია. საუკეთესოდ შეიარაღებული და მომზადებული რუსული არმიის გადარჩენილი ნაწილები ზაპორიჟიას ხაზზე დგანან და იქ იცავენ პოზიციებს. მათ აქედან პრიგოჟინის გაჩერება არ შეუძლიათ, რომელიც როსგვარდიაზე უკეთაც კი შეიძლება იყოს შეიარაღებული და მომზადებული. ბევრ ამ ნაწილებშიც "ვაგნერის" პროპაგანდამ იმოქმედა და იგივე ვუჰლედარის ხორცსაკეპში ყოფნა და მარცხი შოიგუს დააბრალა.
3. ვაგნერის მიზანი მაქსიმალურად მალე ჩასვლაა მოსკოვამდე, ისე რომ ბევრი წინააღმდეგობა არ შეხვდეს და რაც შეხვდება უბრალოდ გვერდი აუარონ. მათთვის ახლა როსგვარდიასთან ბრძოლა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ სასწრაფოდ ადმინისტრაციული შენობების აღებაა გადამწყვეტი.
4. კადიროველები რეალური არმიის ანარეკლია მხოლოდ. ისინი ეფექტურები არიან თავისზე სუსტთან და არა თავისზე ძლიერთან. ამასთან, როსტოვის მოსახლეობის ნაწილს კადიროვის არმია მხსნელად არ მოევლინება. რუსეთში წლობით გრძელდებოდა ანტი-ჩეჩნური სენტიმენტები.
ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება კიდე უბრალოდ აიღებენ "ვაგნერელები" ძალაუფლებას ხელში. ამას კი კრემლი ასე ადვილად ვერ შეეგუება. უმალ საგანგებო-სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებს და ასე ადვილად არ დათმობს ძალაუფლებას. ახლა კრემლს ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი, ხოლო პრიგოჟინს და მის ბანდას კი არც აღარაფერი. ამიტომ ორივე ბევრ რამეზეა წამსვლელი.
როგორც არ უნდა მოხდეს, რუსეთის შიდა ქაოსითა და დაპირისპირებით მხოლოდ უკრაინა ისარგებლებს. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული ბელარუსშიც ვიხილოთ ახალი არეულობები. ამიტომაცაა, რომ პუტინის თხოვნაც რომ იყოს ლუკაშენკა მის დასახმარებლად ჯარს ასე ადვილად ვერ გაგზავნის და თუ მაინც გაგზავნა შიგნით მისი პოზიციები მოშიშვლებული იქნება.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/p...BhNHnNvTBd3NXil