#60505124 · 27 Jun 2023, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნახეთ როგორ მოხდა. ის რაც იყოს ამ თემის არსი სრულიად დაიკარგა და მადანაშაულბთ იმაში რაც მე არ მითქვია და გადავდივარ თავის მართლების რეჟიმში. 1. მესამედ ვიმეორებ რომ არჩილი ძალიან კარგი სპეციალისტია და მე არ მითქვია არსდად რომ ის არ არის პროფესიონალი. პირიქოთ იმიტომ ავღნიშნე რომ მართლაც გამორჩეულია. მიდის სიტყვებით თამაში. თუ ჯერ არ წასულა და მხოლოდ ამ წელს მიდის, უკაცრავად ამაზე. მაგრამ მე იმიტომ ავღნიშნე რომ გული მწყდება რომ მიდის. თქვა რომ მივდივარო და თარიღი აღარ მახსოვდა. 2. არანაირი აზრი არ აქვს ბაქრაძის შედარებას სხვა თანამშრომლებთან. თუნდაც დავაწმუნოთ ერთმანეთი ან ერთში ან მეორეში მაინც თემის აზრი არ შეიცვლება. კადრებს ნიშნავენ არა იმიტომ რომ კარგი სპეციალისტია.
თემის არსი იყო იმაში, რომ შეგვეფასებინა რა კრიტერიუმით არჩევენ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელს როგორც ეროვნული ბანკია. და ვინ არჩევს და როგორ უდებენ შარს. რა თქმა უნდა შეიძლება მოვიძიოთ უკეთესი კადრიც სადმე ვიდრე ბაქრაძეა, მაგრამ დანიშნავენ მას? რამ მნიშვნელობა აქვს საერთოდ ვინ როგორი სპეციალისტია. საუკეთესო ქართველი სპეციალისტების უმრავლესობა, ნებისმერ დარგში, აღარ არის უკვე საქართველოში, თუ ნიშნავენ მხოლოდ იმ კრიტერიუმით რომ მათი ერთგული იყოს? ეს არის პრობლემა და არა კონკრეტული პიროვნება და მასზე ჩემი აზრი. ისე როგორც მაგალითად თიბისი ბანკის საქმეს დაჭირდა დაუდგეს პოლიტიკურ გუნდს მხარში, როცა გვენეტაძემ ეროვნული ბანკისვე დაწერილი წესი დაარღვია, რომ ბრალი დაედოთ დამფუძნებლებისთვის.
იმედია უფრო გარკვევით გადმოვეცი რისი თქმაც მინდოდა. უკაცრავად თუ ხისტად მომივიდა
This post has been edited by Forbes on 27 Jun 2023, 22:13
|