მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს “სულაკაურის გამომცემლობას”
„მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ
"წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი - მათი წაუკითხაობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32485767.htmlMeduza Books ~ გამომცემლობა მედუზა
4h
·
საგანგაშოა, როცა ქვეყნის ოფიციალური პირები ასე ებრძვიან სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს.
ჩვენი სოლიდარობა სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing -ს ✊
<3
Georgian Publishers and Booksellers Association / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
5h ·
სამწუხაროდ, „ჩაკეტილი საზოგადოების“ მძიმე მემკვიდრეობა კვლავაც ხშირად იჩენს თავს. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია. რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველთვის მზად იქნება კონკრეტული ინიციატივების განხილვისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.
This post has been edited by Krusty_the_Clown on 2 Jul 2023, 14:12