ემპირიული შეფასებაა
ქოციანობა 2012 წელს არ დაწყებულა,
ის რასაც ქოცობას ეძახი, სინამდვილეში არის ბოლშევიზმის, კომუნიზმის ტრასფორმირებული კრებსითი სახელი (უფრო შორს აღარ წავალ).
ის ვირუსია ან სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა, ან უფრო პარაზიტი, რომელიც ახერხებს იცოცხლოს ცოცხალ ორგანიზმში მსგავსად Cymothoa exigυa ან Viscum-ისა.
დროის შესაბასად (ადაპტირებული) მიტმასნილია იმ ღირებულებებს, რომლითაც ყველა (random) ქართველი უნდა ამაყობდეს ან აქტუალურ მოვლენებს. სინამდვილეში ეს ტრანსფორმირებული ქოცობა არის მიმიკრია!
დასახასიათებლად შეიძლება გამოვიყენოთ მედიცინაში კარგად ნაცნობი სტოკჰოლმის სინდრომი, თუმცა ქართულ სინამდილეში მათი ახლანდელი რაფინირებული!!! ფორმაცია მრავალწახნაგოვანი კონგლომერატი და ბუკეტია ჩარჩ-ვიგოდნიკთა, ლაჩართა, მლიქვნელთა, ხარბთა ამპარტავანთა, უთავმოყვარეთა და უვიცთა.
შესასწავლი ფენომენია, როგორც სტოკჰომის სინდრომის დეგენერირებული ქვე-ფორმა.
სულგანათლებულმა ილიამ 1871 წელს ზუსტად დასვა დიაგნოზი!
და ვინ უნდა ჩამოაგდო?
შენ გგონია მოდულის, პარლამენტის ან რომელიმე სხვა შენობაში მოკალათებულ რაღაც ჯგუფს, რომელსაც მიუვარდები ტექსტით "საქოცეთი უნდა ჩამოვაგდოთ" ჩამოვარდება и всё? გგონია სუსი-მუსია პრობლემა? საზოგადოებაშია პრობლემა!
აქამდე მეგონა, რომ ჩემი და ჩემი შემდგომი თაობა/თაობები, ჩაანაცვლებდა რა საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიით შეპყრობილ (სავოკ) თაობას, მახინჯ წარმოდგენებს შეცვლიდა ჩვენი ისტორიის შესახებ და საზოგადოებაში ჯასაღი აზრი გაიმარჯვებდა.
თურმე ვცდები.
განსაკუთრებით ისტორია არ იცის მასამ!
მშობელი ვერ ასწავლის, მასწავლებელს მოსწავლის იძულება/დაძალება არ შეუძლია და არც არავინ მოიკლავს თავს, არც პროგრამით მოეთხოვება.
ადრე ლუზერები და ოროსნები შავობდნენ და ძველობდნენ.
ეხლა აღარც არავის აინტერსებს საერთოდ რა აკადემირი მოსწრებისა ხარ და აღარც არავის "ეგრეხება" უცოდინრობა, იმიტომ რომ კლასში აღარავის ტოვებენ.
მისაბაძი ადამიანები აღარ არსებობენ უფრო სწორად არსებობენ, ოღონდ სხვა სახის.
ვინიდან პიროვნების მსოფლმხედველობის და აზროვნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ოჯახი, სოციუმი და გენეტიკა, ოჯახის პასიურობის ფონზე თაობა მაგალითს იღებს დიდწილად სოციუმიდან: ეზო, ბაღი, სკოლა ... და ტელევიზია.
და ვისგან უნდა მიიღონ კარგი მაგალითი?
ბაბულიკებისგან?
პლანაქეშა გირჩის მიმდევრებისგან?
იქნებ პრაიმ ჰაუსიდან?
დილემაა მშობლისთვის!
ატანდე!
ე ვუალა!
ევრიკა!
ეკლესია და მამაო!
და ეს უკვე რუსული ორბიტაა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაგებეს ქსელში!
სადაც მათეს სახარებიდან 9 სიტყვას გიქადაგებენ, ხოლო კაგებეს სახარებიდან - ერთს!
და ისე შეუმჩევლად მიდის ბრეინ ვოშინგ, ისე ფეერიულად...
ყოველ წირვაზე, ყოველ მარხვაზე, ყოველ დღესასწაულზე...
და ასე ითესება მარცვალი,
ასე იბადებიან ალტ-ინფოელი ნორჩი ლენინელები!
ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდება შენდა ღმერთო!
Mafia Immortelle...
და მას ძალიან აქვს ფესვები გადგმული ახალგაზრდა თაობაშიც!
და შენ ფიქრობ, რომ სუსში მოკალათებული ქოც_ჩინოვნიკია ქვეყნის პრობლემა? (კითხვა რიტორიკულია, პასუხზე ნუ შეწუხდები)
ამბიონიდან შემოფარებული მეათე სიტყვაა პრობლემა! (თუცა რაღა მეათე, ღიად და შეუფარავად ათივე სიტყვით სტალინის სახარებას გვიკითხავენ).
ჩვენი პრობლემა ცალკე აღებული ქოცობა არ არის.
ის ერის წიაღიდან მოდის. რაც ერი - ის ბერი!
ქოცობა ნამყოა და ერი არა შედეგს, არამედ მიზეზს უნდა ებრძოდეს!
რო ებრძოლოს ამ მიზეზს, ჯერ უნდა იცოდეს რას ებრძვის და სახელი დაარქვას ყველაფერს
სახელი ვერ დაგვირქვამს ვერაფრისთვის
წარმოიდგინეთ, ილია (I) ჭავჭავაძის იდეოლოგიური მემკვიდრე არის ილია II.
ადამიანი საერთოდ ანტიპოდია იმის რასაც ილია სიტყვით, საქმით, კალმით, შეგნებით, ცოდნით, არსით ებრძოდა (ანუ რუსეთს)
და ამ კაგებეს აგენტს 98 % ნდობა აქვს ქვეყანაში. სხვა რა უნდა იფიქრო ადამიანზე, რომელიც რუსეთზე გვიმტკიცებს მოყვარეაო.
რუსისთვის სახელი ვერ დაგვირქვამს რო მტერია, მხსნელად მიაჩნია "ერს".
ილია მოვკალით
მაზნიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე აფხაზი და პაოლო დავხვრიტეთ
ივანე ჯავახიშვილი კიბეებიდან დავაგორეთ
საქართველოს ისტორიაში სირცხვილით შესულ ხალხს ძეგლები დავუდგით, ნაცვლად დემეტრე მეორისა ან ბაგრატ მესამისა.
ჯაბა და კეკე პანთეონში
... დედაქალაქში მოსკოვის გამზირი გვაქვს (!)
ღმერთო, როგორ მოვედით აქამდე?