#60535209 · 7 Jul 2023, 21:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
#თავშესაქცევი
ერთი რეტროგრადული
-მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, კომუნისტების დროს, უმუშევრობაზე - ციხე იყო; დამლაგებელს - მინიმალური ხელფასი 80 მანეთი ჰქონდა; სკოლა - უფასო, სკოლის წიგნები - უფასო, ექიმი - უფასო, ბინა - უფასო, გადასახადები - კაპიკები, კილო საქონლის ხორცი - 2 მანეთი, შაქარი - 80 კაპიკი , ხრეში მარილი - 9, ასანთი - 1 კაპიკი... მანეთად 15 ხინკალს შეჭამდი, ლუდსაც დააყოლებდი, ასეთი - პრიმა -14 კაპიკი…
- მერე რად გინდა, რააა! იდეოლოგია არაფრად არ უვარგოდათ! … ამ ლაპარაკ- ლაპარაკში ნუ ჩაიწვი თითები ბოლომდე, ორი ნაფაზისდარტყმა მაინც დამიტოვე!
This post has been edited by nino darbaiseli on 7 Jul 2023, 21:29
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|