აბა რა ხდება? გამოუშვით ანლიზი
WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს აგვისტოში
https://www.radiotavisupleba.ge/a/32526372.htmlThe Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას 5 და 6 აგვისტოს მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უკრაინის თემაზე, რომელშიც ჩართული იქნება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთი.
მოლაპარაკებები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჯერ არც ერთი ქვეყანა ოფიციალურად არ ადასტურებს, სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში და მასში 30-მდე ქვეყანა იქნება ჩართული.
დადასტურებულია მოლაპარაკებებში დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის, პოლონეთის ჩართულობა. მოსალოდნელი საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში ჩაერთოს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.
ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, მოწვეული ქვეყნებიდან რამდენი მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მოწვეული ქვეყნების სია იმავე ქვეყნებს აერთიანებს, რომლებიც ივნისის თვეში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსგავს შეხვედრაში იყვნენ ჩართული. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის - დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცით მხოლოდ ის, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდიოდა და მასში მონაწილეობდნენ რუსეთთან მტკიცე ეკონომიკური კავშირების მქონე ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.
მოსალოდნელი საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
პუტინის განმარტებით, მშვიდობის დამყარების საფუძველი შესაძლოა გახდეს აფრიკული და ჩინური ინიციატივები. ასევე, პუტინის მტკიცებით, რთულია ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.
აქამდე უკრაინა და რუსეთი განმარტავდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევის ამბობს, რომ ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მოსკოვი კი თვლის, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.