გუბაზიანი
ანარქისტი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12761
წევრი No.: 114887
რეგისტრ.: 1-May 10
|
#60695261 · 11 Sep 2023, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ ბალდის კანიონის უნიკალური პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე არსებული უნიკალური ბუნების დაცვა და მომავალი თაობებისთვის მაქსიმალურად ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება; მეორე მხრივ, კი, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ეკო და რეკრეაციული ტურიზმის განვითარება, რაც ემსახურება ადამიანის მაქსიმალურად დაახლოებას ბუნებასთან, ბუნების პოპულარიზაციასა და მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის მიმართ ცნობადობის გაზრდას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს დაცული ტერიტორიების გაფართოებას. ბოლო 10 წელიწადში დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით 400 000 ჰექტრით გაიზარდა. 2023 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 912 908 ჰა-ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს უწყობს ერთი მხრივ რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, კი რეგიონს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელი - შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდეს ტურისტული სერვისები და მიგრაციაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელს. ის ფაქტი, რომ დაცული ტერიტორიების შექმნას უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის, ნათლად ჩანს მარტვილის კანიონის განვითარების მაგალითზე. 2016 წლამდე, მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა. დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 სასტუმრო და 5-ზე მეტი რესტორანია. აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონზე დაცული ტერიტორიის შექმნამდე, ტერიტორია დაბინძურებული იყო, ადგილზე ხორციელდებოდა სტიქიური ტურიზმი. მენავეებს შორის ხშირად იყო უთანხმოება ტურისტების გადანაწილების გამო. მომსახურება კი ხდებოდა ძველი ნავებით, ყოველგვარი უსაფრთხოების წესის უგულებელყოფით. ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ეს და სხვა კრიტიკული პრობლემები მოგვარდა. სანაოსნო მონაკვეთი მთავრობის ინიციატივით, გადაეცა იმ 80 ადგილობრივ მენავეს, რომლებიც მანამდე ეწეოდნენ სანაოსნო მომსახურებას. მათ 2016 წელს შექმნეს შპს „ოფუცხოი“. 2017 წელს, გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მარტვილის კანიონზე განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა 700-მდე ადამიანი დაასაქმა. მარტვილის კანონის განვითარების მოდელმა 2019 წელს მიიღი ევროპის ლანდშაფტების ჯილდო. სწორედ აღნიშნული მოდელის მიხედვით ვითარდება დაცული ტერიტორიები საქართველოში და განვითარდება ბალდის კანიონი. ბალდის კანიონის განვითარებისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავდა ეკოტურისტულ-რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტი. ამასთან ერთად, გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ჩატარდა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, ბუნებას ზიანი არ მიადგება, მეტიც მოხდება ძველი, უკვე არსებული გზის რეაბილიტაცია და გაკეთდება უსაფრთხო კიდული ბილიკი. ამის შემდეგ, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომლის მიზანი იყო ბალდის კანიონი განვითარებულიყო, როგორც მიმზიდველი ეკოტურისტული ობიექტი და მარტვილის კანიონის მსგავსად, ბალდის კანიონის მიმდებარე მოსახლეობას სხვადასხვა შესაძლებლობა გასჩენოდა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ელექტრონული აუქციონის შედეგად, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეებიც იღებდნენ მონაწილეობას, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია „კანიონ 350“-ს შორის 20 წლამდე ვადით ხელშეკრულება გაფორმდა („კანიონ 350“ 100%-ით ქართული კომპანიაა). აუქციონის ფარგლებში, მეიჯარე კომპანიას ბალდის კანიონის ტერიტორიის 2,4 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება ექნება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ბალდის კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მეიჯარე კომპანიის წარმომადგენლები ბალდის კანიონის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ და კანიონის განვითარების პერსპექტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში უშუალოდ დასაქმებულია 15-მდე ადგილობრივი. ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად შექმნილი სამუშაო ადგილების 99%-ზეც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ბალდის კანიონზე ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში დამატებითი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს. მცირე ჯგუფების მიერ ვრცელდება მრავალი ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, რომ ობიექტი მმართველობაში გადავიდა „რუსების“ ხელში; არაკანონიერად, მოსახლეობისგან ფარულად მოხდა ტერიტორიის 40 წლამდე ვადით გაყიდვა/გასხვისება; კანიონზე ატრაქცია კეთდება ექსპერტების დასკვნებისა და შეფასებების გარეშე; ბალდის კანიონის მიკროორგანიზმებს საფრთხე ემუქრება. სამწუხაროდ, ამ და სხვა მსგავსი აღქმებით, ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და არასწორი ზეგავლენის მოხდენას. გვსურს განვმარტოთ, რომ ზემოაღნიშნული არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია მოხდეს დაცული ტერიტორიის გასხვისება ან გაყიდვა. დასაშვებია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული და რეკრეაციული სერვისების გაწევის მიზნით ტერიტორიის იჯარით გაცემა. მოვუწოდებთ, ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით ცდილობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართულებით დეზინფორმაციის გავრცელებას, თავი შეიეკავონ საზოგადოების სიცრუეში შეყვანისგან და მიმართონ სასამართლოს დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში. აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებულ ჯგუფს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან, უკვე არაერთხელ განემარტა, შეხვედრის ფორმატში თუ წერილობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ბალდის კანიონის გაიჯარებასთან დაკავშირებით.
--------------------
お前達の民主主義がくたばれ。 «Бабе дорога от печи до порога» "Учитель учит, доктор лечит, чиновник людям жизнь калечит"
|