#60582521 · 26 Jul 2023, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
net
QUOTE | მაგრამ ის ფაქტი, რომ 2021 წელთან შედარებით საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი გაოთხმაგდა ცხადია, რომ შეიძლება კითხვებს და ეჭვებს აჩენდეს. |
მე როგორც ვიცი, მანდაც არის ობიექტური ახსნა: სტრუქტურა ყალიბდება და ადამიანური რესურსები ძლიერდება (2021-ში რაც იყო ის არ არის საკმარისი და დაკომპლექტება მიმდინარეობს, ეს განგრძობითი პროცესია და ძირითადად დასრულებულ სახეს მიიღებს ალბათ კიდევ 1-2 წელიწადში); ასევე, სამართავი და აღრიცხვის ავტომატიზირებული აიტი ისტემები შეიძინა და კიდევ იძენს სააგენტო (ეს სისტემები აუცილებელია სააგენტოს უსაფრთხო და ეფექტური მოქმედებისათვის, რისკის შემცირებისათვის.). ასე რომ, მე არ მეჩვენება ეს ციფრები და ახსნები ალოგიკურად. უფრო მეტიც, ფუნქციონირებისათვის, სააგენტოს მიერ 0.5 და მერე 0.25 % ხარჯის ლიმიტი დაბალი ლიმიტებია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს თუ შევადარებთ (1%-ი საკმაოდ მისაღებ ხარჯად ითვლება).
ჩემი აზრით, ერთადერთი თვისობრივი რეალური რისკი, თუ ხინჯი, რაც ამ სქემას აქვს არის შენატანების სიმცირე. 2+2+2 ანუ 6% არ არის საკმარისი იმისათვის რომ კრიტიკული მასა შეიქმნას ინვესტირებისათვის და საპენსიო ასაკის დადგომისას პენსიონერს ღირსეული პენსია ქონდეს (ღირსეულ პენსიაში ვგულისხმობ, ჩანაცვლებადობის კოეფიციენტს, მინიმუმ 70 %-ს.). 10 % იქნებოდა უფრო ადეკვატური ნიშნული ამ კუთხით (8% მაინც თუ 10 ვერ გაქაჩეს პოლიტიკურად). საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს, რომ ის სქემები, რომლებიც წარმატებულია მინიმუმ 10%-ის ირგვლივ, ან მეტი შენატანების ოდენობით არის.
|