კაი

)
მოდი ჯერ საპარლამენტო მმართველობა დიქტატურასა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება დავყოთ
1. საპრლამენტო მმართველობა და წინასაარჩევნო კამპანის წარმოება სხვადასხვა რამეა
2. სამთავრობო კოალიციაში არის ყვერების ქონა საჭირო, რომ იქ შიდა წინაღობები დაძლიო და რო რამე გაბუტულივით არ გამოიქცე ორ თვეში
3. როგორც ნაცების და ბურჯანაძის გაერთიანება არ დადებს შედეგს და შეუსაბამოა წინაასაარჩევნოდ, იგივეა ჯაფარას გირჩის და ლელოს ტანდემი
4. საპარლამენტო მმართველობისას არავინაა შეზღუდული, თუმცა 2012 წლის კოალიცია არაა სტანდარტი, ზღაპარია და როგორც სიზმრიდან გამოღვიძება ხდება ეგრე მოუვიდათ მაგ კოალიციაში შემავალ ტიპებს, ვერც წნეხს გაუძლეს და დაშლის მერე ისე დაიკარგნენ რომ პულსი არ ესინჯებათ, იდენტობაც არ გააჩნიათ.
5. პრინციპების ჰქონდა და პრინციპულობა არ ნიშნავს , გამოვაჭრების უუნარობას. ყურადღებით რომ წაგეკითხა იქ მიწერია რომ იაგოველები უფრო გამოივაჭრებენ რორამეთქო.
6. ვახოიას როგორც შენ მოიხსენიებ სხვა პრობლემა აქვთ, ერთი ის რომ მაგ ბრენდის სახე იყო ფაჯარა და პროჭი ბავშვით გაიქცა გუნდიდა და ტან გაიყოლა ეგ ბრენდი, რაც ბევრისთვის დამაბნეველია და ასევე ის პრობლემა, რომ არამომგებიან თემებს არიან ჩაჭიდებულები ამ გაგანია კონსერვატიული პროპაგანდის ჟამს. რაც ჩემთვის პლიუსია მარა მასასთვის ეგრე არა.
7. დღეს ჩერგო ვერ გადალახავს ბარიერს მაგრამ ხვალ გადალახავს და როცა გადალხავს და ვაჭრობის თემა წავა იქ ტრაკი ექნება მაგ პარტიას, რომ რაც მათი ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულია ის გაიტანონ. პარტიის შენება არაა მარტივი, როცა თითქმის ყველა ნიშა ბუტაფორიულად ათვისებული აქვთ.
8. ისე, რომ იცოდე უარყოფითი და დადებითი მხარეები საპარლამენტო მმართველობასაც აქვს და დიქტატურასაც

)
9. და ბოლოს, როდესაც მთავრობის შეცვლა გინდა, თან ამბობ რომ არჩევნებს მიყალბებსო, და თან 5 % გადალახვის იმედი არ გაქვს, აი ძალიან არასერიოზულია ის სიტყვები რასაც ამბობ რომ მთავრობის შეცვლა გინდა. 2012 ში მიშას აქეთ იყო კოალიცია, სხვა პოლუსზე არავინ იყო, შესაბამისად ვისაც მიშა არ აევასებოდა და არც ეს კოალიცია, მაგათმა მაინც კოალიციაზე გააკეთეს არჩევანი, ხოდა ეხლა ეგრე არაა, არც ეგეთი კოალიცია იქმნება არც ეგეთი გაერთიანების ცენტრი ჩანს არეალზე, ამიტომ პარტიებმა უნდა მოახდინონ დამოუკიდებლად გაძლიერება რომ რაც შეიძლება მეტმა გადალახოს ბარიერი და მრავალფეროვანი პარლამენტი მივიღოთ და არა შეკედლებული პოზიციით სკამზე დაჯდე უბრალოდ.
ზედაპირული შეფასებისგან გირჩევ თავი შეიკავო, თორე აჰა აგერაა ანერი და სხვები და იკომუნიკაციეთ ერთმანეთში, თქვენი იყოს ბურთიც და მოედანიც

)
ბონუსად გეტყვი

სინერგიის შექმნა შეუძლია ლელოს და საქართველოს, იაგოველებს და ევსაქებს. არარიან მაგის გამკეთებლები თორე რეალურად ჩემი აზრით, ეგენი არიან ისინი ვინც 2+2ზე 5ს დასვამენ.