...დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს შავაძის საქმე. დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს ოჯახის წევრებს, რომლებსაც მოუკლეს აგვისტოს ომის მონაწილე ოჯახის წევრი.
საუბარია ვასილ როინიშვილზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი და შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. „ქართულმა ოცნებამ“ ვასილ როინიშვილი 2020 წელს, მათ შორის ჩვენი პროტესტის პარალელურად, დანიშნა და აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდეგ, ის კიდევ უფრო დააწინაურეს და დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. პირი, რომელზეც ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პროკურატურამ არაფერი გააკეთა შავაძის საქმის გამოძიებისთვის, პირიქით, ხელს უშლიდა მას და იყო ერთ-ერთი გამყალბებელი.
მეორე პირი, რესან კონცელიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აქცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად და ბათუმის მაჟორიტარად. ადამიანი, რომელიც იყო აჭარის მთავარი პოლიციელი, შავაძის საქმის გამომძიებელი, რომელსაც ხელს ადებს შავაძის ოჯახი, ადვოკატი. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეისწავლა, დაასურათა და აღწერა ფაქტობრივი მტკიცებულებები, გააყალბა ისინი და მიაწოდა პროკურატურას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...-shavazis-sakmeმოსამართლეში კი არ დაინახა პრობლემა, არამედ ოცნებამ ხელი დააფარა მის მხარეს გადასულ საქმის ორ თანამონაწილეს.
ეს კუპრაძემ თქვა 29-ში და რაკი პასუხი არ არის, ესე იგი სათქმელიც არაფერია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კუპრაძე არის 100% მართალი, ხოლო ოცნება არის <ცენზურა>.
რუსეთი უნდა დაინგრეს.