არაა ეგრე, თუ ეგრე გაიგე ესეიგი ვერ მიჰყევი ლოგიკას - არის სხვადასხვა აქტივობები და ყველას აქვს თავისი რისკები, არის მაღალ რისკიანი აქტივობები რასაც მაღალი პასუხისმგებლობა და დიდი სიფრთხილე უნდა, არის დაბალი პასუხისმგებლობა და დაბალი სიფრთხილე. მაგალითად მე 3D მოდელირებაზე ვმუშაობ მაგრამ არქიტექტურისკენ გაქაჩვის და პროექტების გაკეთების შანსები რომ გაჩნდა არ გავყევი, გადავწყვიტე თამაშებისთვის შემექმნა პერსონაჟები და რეკლამებზე მემუშავა, მიუხედავად იმისა რომ კარგი არქიტექტურული ცოდნა მაქვს, იმიტომ რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და მიუხედავად იმისა რომ ჩემი ეგო მეუბნება რომ მივაწვე, მესმის რომ ეგოსთვის მოსმენა არის ეგოისტური და პირველყოფილი საქციელი და რეალურად და პრაგმატულად რომ შევხედოთ ყველა ადამიანმა პრაგმატული თვითშეფასება ეგოზე მაღლა უნდა დააყენოს - უნდა გულწრფელად თქვას ამის თავი მაქვს, იმისი არა, ამისი არ ვიცი, თუ ვცდი - ძალიან ფრთხილად.
ვინც ვერ აყენებს როგორც ვთქვი არის ნარცისი და სოციოპათი და სხვის სიცოცხლეს თავის კომფორტზე მაღლა არ აყენებს.
გავიმეორებ - უნებლიე შეცდომა არ არსებობს არსებობს შეგნებული შეცდომა ან შეუგნებელი შეცდომა, ორივეს რაღაც მიზეზი აქვს და ჰაერზე არ ხდება. თუ სახლიდან შნუროკებგახსნილი გახვალ იმიტომ რომ დაგავიწყდა და ამის გამო წაიქცევი - ეს უნებლიე შეცდომა არაა, დაუდევარი შეცდომაა, იმიტომ რომ საკუთარ გულმავიწყობას თავის დროზე ყურადღება არ მიაქციე და უშნუროკო ტაპკები არ იყიდე.
ის რომ ადამიანი ვერ ხედავს სად და რა დააშავა რომ მისულიყო კონკრეტულ შეცდომამდე, იმიტომ რომ ამისი ინტელექტი არ აქვს - არ ნიშნავს რომ ეს შეცდომა ჰაერზე მოხდა.
თუ კანონს დაარღვევ ისე რომ ამ კანონის შესახებ არაფერი იცოდი, არ დაგსჯის სახელმწიფო?! - იგივეა ცხოვრებაშიც, თუ ადამიანობის კანონს დაარღვევს ვინმე და საკუთარი ტრაკის კომფორტს სხვისი უდანაშაულო სიცოცხლის გარისკვაზე მაღლა დააყენებს - რომც არ იცოდეს ამ კანონის შესახებ იმიტომ რომ საკმარისი ინტელექტი, თვითშეგნება და განათლება არ აქვს, ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
არის რაღაცეები სადაც დაუდევრობა ოქეია, არის რაღაცეები სადაც დაუდევრობა სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - მაგალითად მანქანის მართვა.
This post has been edited by Digital_Bleeding on 31 Jul 2023, 22:18
"The oldest and strongest emotion of mankind is fear, and the oldest and strongest kind of fear is fear of the unknown." - H.P. Lovecraft