საქართველოსგან განსხვავებული ჩანაწერი გვხვდება, 2021 წელს დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ჩინეთსა და კვიპროსს შორის.
ციტატა - "კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ჩინეთი კი პირობას დებს, რომ გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.
...
საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს. შეთანხმების ტექსტში ჩაწერილი ამ სიტყვების სანაცვლოდ, საქართველომ ვერ მიიღო "სარკისებრი" ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - რაც ღიად მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად აღიარებას.
ეს ზოგადი ჩანაწერი კი, არ გამოხატავს ჩინეთის არათუ ღია, არამედ ირიბ მხარდაჭერასაც კი, საქართველოს ისეთი ფუნდამენტური და სტრატეგიული საკითხებისადმი, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...alebs-dasavlets"საქართველო და ჩინეთი, - ახალი სტრატეგიული შეთანხმების მიხედვით, - ფორმალურად აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია, რომ ურთიერთ საწინააღმდეგოა პოლიტიკური შემადგენელი ამ შეთანხმებისა, რადგან რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩინეთი საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩინეთს ღიად არ გაუკრიტიკებია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, იგი მხარს არ უჭერს კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს რეზოლუციებს გაეროში, ჩინეთი არ აკრიტიკებს რუსეთის ბორდერიზაციის (მცოცავი ოკუპაციის) პოლიტიკას საქართველოში, ჩინეთს მიაჩნია, რომ - "ნატო, ცივი ომის მენტალიტეტის გამოხატულება". ჩინეთი არ მიესალმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, გახდეს ნატოს წევრი.
ჩინეთი განაგრძობს საქართველოს „რუსეთის პრიზმიდან“ დანახვას და არ არის საიმედო პარტნიორი, როდესაც საქმე შეეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
ჩინეთს, აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, არასოდეს დაუგმია რუსეთის ოკუპაცია საქართველოში და შესაბამისად რუსეთისგან არასოდეს მოუთხოვია საქართველოს ტერიტორიებიდან მისი სამხედრო ბაზების გაყვანა! მეტიც, 2022 წელს პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს საერთო კომუნიკეს, სადაც ჩინეთმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს საზღვრები დაჰბრუნებოდა 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობას..
რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა - "ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში“. ბალტიის ქვეყნებმა და ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩინეთის ელჩის ეს განცხადება. აგრეთვე, ევროკავშირი და აშშ გმობენ ჩინეთის პოზიციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მოიაზრებს საერთაშორისო სისტემაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, და ეკონომიკური ძალის შესუსტებას, რაც სრულ თანხვედრაშია რუსეთისა და ჩინეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების აღქმასთან.
...
This post has been edited by griankali on 6 Aug 2023, 18:53
რუსეთი უნდა დაინგრეს.