ერთხელაც გავაოფებ.
სრული ქაოსი იყო. დასავლეთისკენ გზა იყო გასაჭრელი, არადა იქიდან არაფერი ისმოდა. ცალკე რუსეთშიც სრული განუკითხაობა.
თავად პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. თუმცა მაშინაც და ახლაც ყველა პოლიტიკით ვსაზრდოობთ. იყო შემოთავაზება მეგობრების მხრიდან და ჭანტურიას და გიორგაძეს გავყევი თარჯიმნად. კვირაზე მეტი დავყავით ბრიუსელში. თავიდან ნატოში შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. ყოველდღე ვხვდებოდით სხვადასხვა პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წამოსვლამდე 2 დღით ადრე დაგვირეკეს- ხვალ დილით ნატოში გელოდებითო. შეხვედრების განრიგიც დაგვახვედრეს სასტუმროში.
თითო საათიანი სამი შეხვედრა მცირე ინტერვალებით. ჯერ გადამდგარმა ამერიკელმა ოფიცერმა მიგვიღო სამოქალაქო ფორმაში. პირველი რაც გვითხრა- გახსოვდეთ, ეს პოლიტიკური გაერთიანებააო. ბევრი ისაუბრა ნატოს სტრუქტურაზე და გეგმებზე. რამდენიმე შეკითხვა დაგვისვა. ყველგან ვიმეორებდით რომ ესენგეში შესვლას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით და ჩვენი გზა მხოლოდ დასავლეთზე გადიოდა.
მერე ევროპის განყოფილების ერთ ერთმა შეფმა, ეროვნებით ნორვეგიელმა გვიმასპინძლა. ზოგადად ძალიან კეთილმოსურნე (როგორც ხდება ხოლმე) და პოზიტიური დამოკიდებულება იგრძნობოდა. მაგან გვითხრა, თუკი რამე ბეჭდვითი გამოცემა გამოდის საქართველოში ყველა გვაქვსო. ჩვენი ანალიტიკოსები ყველაფერს ეცნობიანო.
მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაშინდელი ნატოს თექვსმეტივე წევრი ქვეყნის ელჩებთან გვქონდა მოზრდილ დარბაზში მრგვალი მაგიდის გარშემო. ყველა დაესწრო. კითხვა პასუხის რეჟიმში. ისინი გვეკითხებოდნენ და ჩვენ ვპასუხობდით. ყველაფერი აინტერესებდათ. ყველაზე აქტიური თურქეთის წარმომადგენელი იყო. იქაც კატეგორიულად დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი პოზიცია- მხოლოდ დასავლეთი და მის სტრუქტურებში ინტეგრაცია.
მეორე დღეს გამოვფრინდით.
შემდეგ რა და როგორ მოხდა ყველამ ვიცით. ჩვენი ისტორიული შანსი კიდევ ერთხელ გავანიავეთ.
ჩემს თაობას რაც შეეხება, ახლა ვინცაა შემორჩენილი, ძირითადად ბალასტია. აქა იქ შემორჩა ხალასი და მებრძოლი ხალხი. დანარჩენი გრუზინია ყველა. თან ისეთი, აწი აღარაფერი რომ ეშველებათ. თან ახალგაზრდებსაც რყვნიან ეგ არაკაცები.
ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი!
სანამ ვიბრძვით და გვჯერა, მანამდე ვარსებობთ.
თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ. ეს ურჩხული უნდა გავისტუმროთ მოუსავალში და მერე ჩვენი სახელმწიფო უნდა ვაშენოთ აგურ აგურ, ნაბიჯ ნაბიჯ.
ამქვეყნად ერთი საქართველოა და ისიც ჩვენი. ჩვენ არ აგვირჩევია. ჩვენი ბედისწერაცაა და ჩვენი საჯილდაო ქვაც.
მიმაგრებული სურათი