lilythedalllilythedallრა ნაცებმა განათლება დაანგრიეს ?
შავარდნაძის დროს ვსწავლობდი სკოლაში და ნაცებმა მომისწრეს უკვე მაღალ კლასებში,თითქმის ვამთავრებდი სკოლას
კორუფციის ბუდე იყო
რა სწავლა რის სწავლა
გაყინულ ოთახებში ვიჯექით ზამთარში
დახეული წიგნები გვქონდა
ხშირად სახლიდან დაგვქონდა შეშა და მურაბა და კომპოტი - რადგან მსწავლებელი გვთხოვდა მცირე ქრთამის სახით.
სწავლაზე ზედმეტი იყო საუბარი
ვისი მშობელიც მეტ ქრთამს იხდიდა, იმას უწერდენ ნიშნებს
აღარაფერს ვამბობ რა ხდებოდა უნიში მოხვედრაზე, სადაც რაცარუნდა ჭკვიანი ყოფილიყავი ქრთამის გარეშე აუცილებლად ჩაგჭრიდა
ლექტორი
ბევრი იყო სკოლაში ისეთი საკუთარ სახელს და გვარს რომ ვერ წერდა სწორად
ერთადერთი თუ გაგიმართლებდა და საოცარი მსწავლებელი შეგხვდებოდა
უმრავლესობა იყო ბებრი
ცემა-ტყეპაში ჰყავდათ ბავშვები
ჩემი კლასელი რამდენჯერ უცემიათ და მე რამდენჯერ მიცემია მასწავლებელი ვინ დათვლის
ნაცები მოვიდნენ და გათბობა გვქონდა, წყალიც და დენიც.
სწავლის ხარისხი ძალიან არ გამოსწორებულა,მაგრამ იმას სჯობდა რაც იყო
და ყველაზე მთავარი ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღეს
აღარ არის უკვე ქრთამი
კომუნისტურ ეპოქაში მიღებული განათლების მქონე თაობის დიდი დამსახურება ამ ჭაობში ყოფნა
ელემენტარული კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს უმრავლესობას ან დაბალი, ან საერთოდ არ აქვს.
მიშას არ დასცალდა, თორემ განათლების მხრივ საკმაოდ კარი რეფორმები იქნა გატარებული.
საიდან იგონებთ ამ ზღაპრებს