#60616870 · 9 Aug 2023, 19:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან დავაფასე ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ მძიმე პერიოდში სიჩუმე შეინარჩუნა. ესმოდა რომ ახლა მიდებ- მოდებული საუბარი, ექსპერტობა და ბოდიალი, არ იქნებოდა ადამიანური და ეთიკური.
ასევე დავინახე მოროდიორების მთელი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ცდილობდა ამ უბედურებაზე კაპიტალიზაციას.
ძალიან თვალსაჩინოა ეს ყველაფერი, ხელისგულზე ჩანდა, ნულოვანი ემპათია და თანაგრძნობა, მხოლოდ სარგებლის მიღების, პოპულარობის და ლაიქების დაგროვების სურვილი. დიახ, ამას ქვია მოროდიორობა მეგობრებო
ადამიანებისგან ვისგანაც ველოდი ან არ ველოდი თავშეკავებას მადლობა მინდა ვუთხრა, ამ მორალური რელატივიზმის და კულტურული კონფლიქტის პირობებშიც, ეთიკა და სინდისი არ დაკარგა, ეთიკა და სინდისი, რომელიც ასეთ დროს ყველა ადამიანისთვის ერთია მისი კულტურული კუთვნილების მიუხედვად. ეს ხალხი მაძლევს რწმენას, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი განსხვავებულობის მიუხედვად, ჩვენ შევძლებთ საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობას.
მოროდიორების მიმართ იმედი აღარ არსებობს, რუბიკონი გადალახულია, ეს უკვე დაკარგული ხალხია.
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|