მაპატიეთ, მეგობრებო, რომ დაგვიანებით მიწევს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა.
ორი მიზეზი მაქვს:
ა) ვმოგზაურობ., თან ისეთ ადგილას, რომ ინტერნეტი ყველგან არაა.
ბ) ზაფხულია, თბილისიდან ბევრი თქვენგანი დასასვენებლადაა გამგზავრებული, ვერც კი ნახულობს პირად ფოსტას.
მე კი უტიფრად, რაც შეიძლება ბევრ თქვენგანს ვაწუხებ, მაგრამ ვიდრე ვინმე ჩემს წერილს ნახავს, მერე მოძებნის ფაქტებს და გამომიგზავნის… ზოგჯერ პოსტფაქტუმია. აღარც შემკითხველს აინტერესებს.
ვამბობდი, რომ ჩემი საყვარელი პროექტია “ ცოცხალი წიგნები”, რომლის ხელმძღვანელს ქეთი დუმბაძეს რვა წლის მანძილზე არასოდეს გამოუვლენია ეიჯიზმი, არც პარტიული კუთვნილების მიხედვით შეურჩევია ვინმე და ა.შ. ეს პროექტი
კულტურული ძალების დათიშვა- განზიდვას კი არ ემსახურებოდა, პირიქით, სხვადასხვა მხარეთა მიზიდვა- დაკავშირებას; რაც ასეთი საშური და სანატრელი საქმე გაგვიხდა საქართველოში; მკითხველ, წიგნის მოყვარულ მოსახლეობას აბედნიერებდა ცოცხალ ავტორთან შეხვედრით. და არამხოლოდ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ციხეებშიც და ა.შ. კი აღწევდა ქვეყნის შიგნით, არამედ ხელს უწყობდა ქართველ ავტორებს, ლიტერატურულ კულტურას უცხოურ კულტურულ სივრცეში გაღწევაშიც.
ეს ყველაფერი ჟღერით კი კარგად ჟღერს, მაგრამ ციფრობრივი მონაცემები თვალსაჩინოებისთვის - არ გამაჩნდა და ყველაფერს მაინც რიტორიკული ელფერი დაჰკრავდა.
ახლა მომსვლია და ხელთ მაქვს ეს დოკუმენტი.
მადლობა მის გამოგზავნაზე შეწუხებულ მეგობრებს ამისათვის.
როგორც მუდამ, ვინაობის დასახელება საჯაროდ - არ მიაჩნიათ საჭიროდ.
რა გაეწყობა, თავიანთი ნებაა.
სხვა რაღაცეებსაც იმედით ველი მეგობრებისგან, რომელნიც ორივე მხარეს იმყოფებიან. ვისურვებდი კი, რომ ყველანი ერთადერთ - ქართული ლიტერატურისა და კულტურის, საქართველოს მხარეს იდგნენ.
პროექტ „ცოცხალი წიგნები“ წლების მიხედვით 2015-2023
2015 წელი (ბიუჯეტი 75 000 ლარი)
1. მონაწილეობდა 75 მწერალი, შეხვედრები ჩატარდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გადაადგილების, ღამისთევის კვების უზრუნველყოფით, ჰონონარად მწერალი ხელზე იღებდა 500 ლარს. გასვლები რეგიონებში იწყებოდა 14 აპრილს - ქართული ენის დღეს სამაჩაბლოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან
2. ბრენდირებული მაისურები დამზადდა პროექტის ლოგოთი
3. რეგიონების ბიბლიოთეკებსა და სკოლებს ლიტერატურული პერიოდიკა და წიგნები გადაეცათ საჩუქრად.
2016 წელი (ბიუჯეტი 125 000 ლარი )
4. მონაწილეობდა 90 მწერალი + შეხვედრები ჩატარდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გადაადგილების, ღამისთევის კვების უზრუნველყოფით, ჰონონარად მწერალი ხელზე იღებდა 500 ლარს.
5. მოეწყო წიგნის ბაზრობა, წიგნების სადისტიბუციო კომპანია „იარიათონის“ მონაწილეობით. წავიყვანეთ მათი წარმომადგენელი , ვუზრუნველვყავით წიგნების ტრანსპორტირება და გამყიდველი საცხოვრებელით, კვებით.
6. გამოვეცით „დღიურები“(გამომცემლობა „ნოტა ბენე“ წიგნად, სადაც მოთხრობილი იყო მონაწილე მწერლების შთაბეჭდილებები ორი წლის მანძილზე. გამოიცა ორტომეული „ცოცხალი წიგნები - პროზა“ და „ციოცხალი წიგნები -პოეზია“, რომელიც ასევე გადაეცემოდა საჩუქრად .
7. ბრენდირებული მაისურები დამზადდა პროექტის ლოგოთი ყველა მონაწილისთვის
8. ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაეცა საჩუქრად ლიტერატურული პერიოდიკა და წიგნები ს
2017 წელი (ბიუჯეტი 125 000 ლარი-)
1. საქართველოს რეგიონებში გავიდა 50 ავტორი -10 მიობილურ ჯგუფად განაწილებული
2. სკოლებში „მწერლის საათზე“ შევიდა 30 ავტორი. (50 სკოლა ჩავრთეთ)
3. გამოიცა ინგლისურად თარგმნილი 57 ქართველი ავტორის ნაწარმოებებეით ალმანახი „თანამედროვე საქართველო, პროზა.პოეზია“ #1.
4. გერმანულად ითარგმნა 12 ქართველი ქალის პოეზია „მე ბევრი ვარ“ (გამოიცა გერმანიაში 2018 წელს)
5. ისრაელში - პაატა შამუგია, თეა თოფურია, ნიკა ჯორჯანელი, ალიკო შუღლაძე და მთარგმნელი დალილა გოგია. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქეთევან დუმბაძე. პროექტმა „ცოცხალი წიგნები“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლა ისრაელელ მწერლებთან - ამირ ორთან, დითი რონერთან, ლალი ციპი მიხაელთან, ასევე, ისრაელის წიგნის გამომცემლებთან, დავი გოტესმანთან . საქართველოში მაისში გამართული პირველი მთარგმნელობითი ვორქ-შოპის დასკვნითი შეხვედრა თელავივში წარმატებით დასრულდა - ისრაელში გამოვა 6 ქართველი და 6 ებრაელი პოეტის ერთობლივი ბილინგვური (ორენოვანი) კრებული, ხოლო საქართველოში ამირ ორის, დითი რონენისა და ლალი ციპი მიხაელის ქართულენოვანი კრებულები.
6. მთარგმნელობითი ვორკშოპი ჩატარდა ყაზბეგში საზღვარგარეთიდან მონაწილეობდნენ შვედი მწერალი და გამომცემელი, კრისტიან კარლსონი , შვედეთში მცხოვები ქართველი პოეტი და მთარგმნელი, მანანა კობაიძე, ისრაელიდან პოეტები და მთარგმნელები ამირ ორი და დითი რონინი, თარჯიმანი და მთარგმნელი , დალილა გოგია, პროექტის ხელმძღვანელი და 5 ქართველი მწერალი
7. დაიწყო მარჯანიშვილის სარდაფის სცენაზე „მწერლის თეარის“ წარმოდგენები - „მწერლები უგრიმოდ“. 8 მწერლის მონო სპექტაკლები
2018 წელი (ბიუჯეტი 149 100 ლარი)
1. საქართველოს რეგიონებში 50 მწერალი იქნა მივლინებული, 10 გასვლა
2. 50 მწერალი შევიდა 80 საჯარო სკოლაში „მწერლის საათზე“ (ჰონორარი ერიცხებოდათ 70 ლარი)
8. გამოიცა ინგლისურად თარგმნილი 57 ქართველი ავტორის ნაწარმოებებეით ალნმანახი „თანამედროვე საქართველო, პროზა.პოეზია #2“ . 30 ავტორის შემადგენლობით
3. ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე გაიგზავნა - 3 მწერალი
4. იტალიაში რამდენიმე ქალაქსა და გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე - 6 მწერალი გაიგზავნა , ითარგმნა და გამოიცა 4+4 ქართველი და იტალიელი პოეტების ერთობლივი ორენოვანი , მთარგმნელი ნუნუ გელაძე
5. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიგზავნა 6 ავტორი
6. ისრაელში გამოიცა ქართველი პოეტების კრებული -მცირე ანთოლოგია. ასევე ორი ებრაელი ავტორის კრებლი ქართულად გამოიცა ( მთარგმნელი დალილა გოგია)
7. 12 პოეტი ქალის ლექსების თარგმანი გერმანელი პოეტის საბინე შიფნერის მიერ. ბწკარედები ამ კრებულისათვის თარგმნა წიგნის შემდგენელმა ირმა შიოლაშვილმა და გერმანელმა გამომცემლობამ „პოპ ვერლაგმა“ მკითხველს ერთ კრებულად შესთავაზა, სახელწოდებით „მე ბევრი ვარ“,
8. შვედეთში გამოვიდაბ „28 ტალანტი კავკასიიდან“ - სახელწოდების სოლიდური მოცულობის კრებული თანამედროვე ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შვედური თარგმანებით.
9. მარჯანიშვილის სარდაფის სცენაზე „მწერლის თეატრის“ წარმოდგენები - მწერლები უგრიმოდ 10 საღამო
2019 წელი (ბიუჯეტი -124 639 ლარი)
1. საქართველოს რეგიონებში გავიდა 50 ავტორი მობილურ ჯგუფებად დაყოფილი,
2. სტამბულში, ქართულ სათვითომოში შედგა ქართველი ავტორებთან შეხვედრა
3. რომში, ემპოლიში, პიზაში მოუსმინეს ქართველ პოეტ ქალებს. სათვისტომოებს გადაეცათ საჩუქრად ქართული ლიტერატურული პერიოდიკა, წიგნები, ალბომები.
4. იტალიაში, მილანის გამომცემლობა „ლა ფელიჩიტამ“ გამოცა 7 ქართველი და 7 იტალიელეი ქალი ერთობლივი კრებული, ვრცელი მიმოხილვით ქართულ პოეზიაზე „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისათვის“. მთარგმნელი ნუნუ გელაძე
5. მარჯანიშვილის სარდაფის სცენაზე „მწერლის თეატრის“ წარმოდგენები -მწერლები უგრიმოდ - 8 საღამო
6. სკოლებში „მწერლის საათით“ გაიგზავნა 50 ავტორი
2019 - „წმინდა ნინოს გზით“- 20 პოეტი ქალი, ოთხი გასვლა მოეწყო, ბიუჯეტი იყო 16 798 ლარი, წმ ნინოს სქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით
2020 წელი (ბიუჯეტი -77 343 ლარი )
1. საქართველოს რეგიონებში გავიდა 50 მწერალი ,მათ შორის საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფლებში . ყველგან ჩაიტანეს თანამედროვე გამოცემებო, ლიტერატურული პერიოდდიკა.
2. გადღებულია 39 ვიდეოპორეტრეტი თანამედროვე ავტორებზე
3. გამოიცა 50 პროზაიკოსი და პოეტი ქალის მოთხრობებისა და ლექსების ორწიგნედი ქართულდ , “უსაზღვროდ“ - ომის თემაზე (გამომცემლობა „კალმოსანი“)
4. გერმანულად 15 ქართველი პროზაიკოსი ქალის მოთხრობები ომზე ითარგმნა (ირმა ბრიტცე-შიოლაშვილი და შემდგომ გამოიცა გერმანიაში)
5. ფრანგულად ითარგმნა 15 ქართველი პოეტის ლექსები , მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე. (შმდგომ გამოიცა პარიზში და გავრცელდა 4 ფრანგულენოვან ქვეყანაში
2021 წელი პანდემიის გამო ჯგუფებიაღასად გადიოდა. (ბიუჯეტი 79 311 ლარი) პროექტის შედეგად დამზადდა“
1. 22 თანამედროვე მწერლის ფილმი-ვიდეოპორტრეტი,
2. დოკუმენტური ფილმი „ჭაბუა ამირეჯიბი“, რომელიც მწერლის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
3. ფრანგულად ითარგმნა 32 ქართველი ავტორის ნაწარმოები
„ქუთაისის მატარებელი“)
ბ) 12 საბავშვო თანამედროვე მწერლის მოთხრობა ფრანგულად (გამოცემულია)
2022 წელ ს ( 79 994 ლარი ) პროეტის შედეგად დამზადდა:
1. 10 თანამედროვე მწერლის ვიდეოპორტრეტი, აიტვირთა „ცოცხალი წიგნების“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და იუთუბარხზე.
2.მოეწყო 3 გასვლითი ღონისძიება და მწერლების შეხვედრები საქართველოს სსხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში სულ 12 მწერლის მონაწილეობით.
3.თუმანიშვილის თეატრში 10 მწერლის მონაწილეობით. ჩატარდ 8 ლიტერატურულ-თეატრალური წარმოდგენა, ყველა საღამო ჩაიწერა, დამზადდა ვიდეოები და აიტვირთა იუთუბ არხზე „ცოცოხალი წიგნები“ და პროექტის ფეისბუქგვერდზე .
4. ფრანგულად ითარგმნა ქართველი ავტორის ნაწარმოებები
ა) მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, მთარგმნელი დალი იაშვილი (გამოცემულია)
ბ) ნიკა ჯორჯანელის პოეზია დამოუკიდებელი კრებულისთვის. ფრანგულად თარგმნა ბაჩანა ჩ აბრაძემ(გამოცემულია)
გ) მარიამ წიკლაურის საბავშვო რომანი „ჩემი აფრიკელი ბებია“, ფრანგულად თარგმნა მაია გიორხელიძემ (გამოვა მომავალ წელს)
2023 წელი - მიმდინარე წელი (ბიუჯეტი 115 000 ლარი)
1. პარიზის ტური -3 მწერალი/დალი იაშვილი, თათია მთვარელიძე, სოსო მეშველიანი/
2. გადაღებულია 8 ფილმი-ვიდეოპორტრეტი
3. თუმანიშვილის თეატრში 12 მწერალი ( 8 საღამოში)
4. იტალიის 4 ქალაქში მოეწყო ორენოვანი ქართულ -იტალიური წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები სათავსტომოსთან, საელჩოში, საკვირაო ქართულ სკოლასთან
5. გასვლები საქართველოს რეგიონებში გრძელდება 28 ავტორი
6. ითარგმნება ესპანურად სოსო მეშველიანის პროზა და პოეზია და ფრანგულად ქართველი პროზაიკოსები.
P.S
ეს კი იტალიაში ქართული ლიტერატურისა ხა კულტურის პოპულარიზაციის საქმეზე ინტენსიურად მოღვაწე ქალბატონმა ნუნუ გელაძემ ფეისზე კომენტარად დამიტოვა:
“ნინო, ძვირფასო, ამ სიას აკლია "ცოცხალი წიგნების" მონაწილეობა იტალიაში, გენუისა (სამჯერ) და პიზის საერთაშორისო ფესტივალებზე, ასევე შეხვედრები იტალიელ მკითხველთან და ემიგრანტებთან მილანში, რომში, ფლორენციაში, ემპოლიში, ნეაპოლში, ბარიში და სხვ.”
This post has been edited by nino darbaiseli on 16 Aug 2023, 16:15
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)