იქნებ დამისახელოთ, რომელია მაგ სიტყვებიდან დედის გინება?
1.ხვნა- შინაარსობლივად - აგროკულტურული შრომითი საქმიანობაა, მიწის დამუშავება, ფორმით - მთლიანად პოზიტიური კონოტაციების მომცველი ზმნა.
2. მაგრად - ზმნიზედა, ასევე პოზიტიური.
3 ტო ! - თბილის-ქალაქური მიმართვის ფორმაა, ვერ ვიტყოდი, რომ დღეს აქტუალურია. ძველებური ელფერი კი დაედო, მაგრამ ამის გამო არ მგონია, დაიწუნებოდეს.
4. მატი - საჭადრაკო სვლა, იგივე შამათი…
ააა, უკვე ისე კარგადაა საქმე მანდ, რომ ერთი რუსული სიტყვის გამოყენებაზე სჯიან ადამიანებს ფორუმზე თუ სხვაგან?!
მოსალოცია!
არ გამექცეთ, რა, გეხვეწებით, კიდევ ვიშაიროთ!
ამასობაში მოდერაციაც იქნებ გამოჩნდეს და მიხვდეს, ამ თემის ადგილი პოლიტიკის განყოფილებაში არააო და ლიტერატურაში გაგვიშვას.
სათაურიც რომ არ არის მართალი, იმასაც მიხედოს, ანუ რისი დამტკიცებაც გვინდოდა!
პატ. მასწ! ადრე დაწერილი ხომ შეიძლება დავდო, ლინკად?
http://urakparaki.com/?m=4&ID=57631იქნებ ზოგი ლინკს ვერ ხსნის, ტექსტი გადმომაქვს. თემის ჩუმად წამკითხავებიც ხომ ცოდოები არიან, ცოტა გავართოთ:
ნინო დარბაისელი
ჩემი ,,ნათლობა,,
(ციკლიდან: მოგონებათა ნამცვრევი)
საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია, მე - იმის გაწვრთნილი კატა.
(არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე, ჩვენს შემთხვევაში, მართლა, პირიქით იყო).
კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა, ლექციებზე ვკაფიობდით. მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
პირველი შეგონება, რაც ჩემი დედამთილისგან - ,,ნინო დედასგან" მივიღე, ასეთი იყო: ,,საცა შეხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო".
ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს , ,,შენა !" უნდა დაუძახოს, მამამთილს არ დაელაპარაკოს, იმის სკამზე არამც და არამც, არ დაჯდეს, ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს, ,,სირცხვილ ას!’’...მოკლედ, მთელი ძველი კოდექსი, რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.
აუღებელი სუფრა გვედგა. ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით, ლელა თათარაიძის გარმონით...
ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია, სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ,,ნიადე" , მთელ ქვეყანას გააძღობ...
დიასახლისი, ჰა-და ჰა, როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი, მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან. სუფრაზე დაჯდომა ხო - ,, წეს არ ასა" , სირცხვილია!
ჰოდა, ვხინკლაობთ და მე, როგორც ახალი პატარძალი, ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს, რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო ჩუმად ,,საქუჩებელს" გადავკრავთ. (ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები).
,,ამაჰყრიან" თუ არა ხინკლებს, დიდი, ქაფქაფა ,, ბლუდით’’ მივარბენინებ ჯერ თამადისკენ...
- ო-პა-პა-პა , რა ხინკალია, წიქავ, რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.
პაპა ლექსო ღიმილით, ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს, ჩემკენ ანიშნებს:
- ეე-ჰ, რაღა ხინკალი, შიგ ყველა ხელს ურევს!
- რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!
ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.
- მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!
(ხევსურები ყველა არახევსურს ,,კახს" ეძახიან).
მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ნათლობა კი მივიღე, მაგრამ თბილისის ,,ხრუშოვკაში" დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე, საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი, ლექსობაც გავუბედე!
სადაც მიველ, იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე, მაგრამ ეტყობა, ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.
პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
თავიდან ძიას ვეძახდი, მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა , უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად, საქმე მაშინ გამიჭირდა.,,ბატონო ვახუშტის" ვერ დავუძახებდი, არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება, ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
მერე თანდათან მივეჩვიე. ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:
ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო, რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
,,ხვატიტ, ბოგა რაძიაო!"
ამ პოსტის პოსტ სკრიპტუმი
* * *
აქ ალბათ ვინმეს ჰგონია , რომ სანახავად ბევრის ოცნება ,, გრანდ კანიონი” - მხოლოდ ერთი დასათვალიერებელი ადგილია და ლას ვეგასში ჩამოსული ამ უძვირეს, ოქროს დროს ამ თემაში ვხარჯავ.
არა, ჩემო კარგებო, კანიონი - უზარმაზარია და ერთი სანახავიდან მეორემდე რომ მიაღწიო, აქ ზოგან ხუთი საათია სამანქანო გზა.
საჭესთან - მე აქ არ ვზივარ, დასანახი - ირგვლივ ან კლდეებია ან ტრიალი მინდვრები….ასე, რომ ერთი, მოწყენილი მგზავრი ვარ, ძირითადად ვთვლემ და როგორც კი ინტერნეტ კავშირს დავიჭერ, შემოვდივარ და ხან აქ, ხან ფეისზე ქართულად ვპოსტავ.
უფრო სერიოზულ ლიტერატურულ სამუშაოს, მაგ. თარგმნას, კრიტიკული წერილის, გამოკვლევის და აშ წერას - გონების კონცენტრაცია უნდა, წყაროები უნდა,…
მანდაური მეგობრები კი ხშირად წუხდებიან ამ მხრივ ჩემი გულისთვის, მაგრამ - ახლა ცხელა და ქალაქიდან ყველა გასულია, ბიბლიოთეკას თან ხომ არ წაიღებდნენ ზღვაზე, არა?
თან დასვენების, მოგზაურობის დროს გონება იმ ინტენსიობით რატომ დავიტვირთო?
ფეისელი მეგობრები - არ ჩანან, ეტყობა, სადმე, უინტერნეტო ადგილებში ისვენებენ,
ასე, რომ თქვენ ხომ მაინც აქ, ინტერნეტში ხართ და თქვენი დახმარებით, თან ვისვენებ, თან ნოსტალგიას ვიქარვებ.
This post has been edited by nino darbaiseli on 21 Aug 2023, 06:09