ბოლო ამბები ფეისბუქიდან
#ხდება_რა
ნდს
გინდა იყო დამოუკიდებელი?!
- სცადე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა!
მივესალმები ჟურნალ , ქართული მწერლობის” აღდგენას. ადრე მისი კარი ჩემთვისაც ღია იყო და მადლიერი ვარ ამისთვის. …მაგრამ ერთი კითხვა მაინც მებადება:
„ქართული მწერლობა“ ოცდამეერთე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ აღვადგინეთ; სიტყვის თავისუფლების დასაცავად; თავისუფალი მწერლობისა და ხელოვნების მხარდასაჭერადო”. - ბრძანებს ჟურნალის გამომცემელი.
- ესე იგი, რა გამოდის, ამ ჟურნალის აღდგენა აქამდეც იყო შესაძლებელი, სახსრები ჰქონდათ ან შეეძლოთ მოეპოვებინათ, მაგრამ საჭიროებას ვერ ხედავდნენ, რადგან ბიუჯეტის სახსრებს მოიხმარდნენ
,, ბოიკოტისტები” (როგორც მე მათ სამუშაო ტერმინით მოვიხსენიებ, ჯერჯერობით) და როგორც კი ეს წყარო შეუწყდათ და გაუჩნდათ საკუთარი რაიმე ბეჭდური , პერიოდული ორგანოს საჭიროება, თურმე შესაძლებელი ყოფილა აღდგენა, არა?
და მაინც, აი, ასეთი ნაბიჯები მიემართება ნამდვილი დამოუკიდებლობისაკენ და არა ტყუილი ძახილი, დამოუკიდებლები ვართო და თან - დამოკიდებულება ბიუჯეტის სახსრებზე, როგორც აქამდე 12 წელი გაიძახოდა შინ თუ გარეთ ყოფილი სახელმწიფო მოხელე, მწერალთა სახლის ვადაგასული დირექტორი ნატა ლომოური.
კიდევ ვიმეორებ:
მოხარული ვარ, რომ გამოიკვეთა ამ ჯგუფის რეალური ლიდერი გვანცა ჯობავას სახით.
წარმატებას ვუსურვებ ამ სფეროში, ხოლო მისი საქმიანობის სხვა სფეროების შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც შეიძლება შორიდან, ინტერნეტიდან გაიგოს ადამიანმა.
#ხდება_რა
ნდს
აჩრდილი და დინოზავრი
ჩემო კეთილო, ნიჭიერო, პატრიოტო, პროფესიონალო ადამიანებო, ანუ თქვენ, ვისაც ასე მოგიხსენიებთ გამომცემლობა ,, ინტელექტის” უფროსი!
მე - ნინო დარბაისელი სტრონი ლიტერატურის გარდა, ბევრში ვერაფერში ვერკვევი და იმაშიც რამდენად ვერკვევი, თქვენი აზრით, უკვე ისიც აღარ ვიცი და
იქნებ დამეხმაროთ რამდენიმე საკითხის გაგებაში.
ხომ არ იცით, სად წავიკითხო ზუსტად, რას აკეთებს ამომრჩეველი?
მე ასე მესმის და სწორია?
- როდესაც ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აფიქსირებს, ეს ნიშნავს, რომ ახდენს შესაბამისი ვადით საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობების იმ ნაწილის დელეგირებას სასურველი ხელისუფლებისადმი, რომელსაც თავად მარტო ვერ გაუძღვება, ანუ უცხადებს ნდობას, იყოს მისი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ, განაგოს ბიუჯეტი, შეავსოს იგი და განკარგოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ, შემდეგ არჩევნებამდე.
ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიუჯეტს განაგებს ხელისუფლება.
სხვა სისტემებში როგორაა, არ ვიცი და ის კი გასაგებია, რომ წვალებ-წვალებით დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ.
პირადად ჩემთვის ლოგიკურია გავრცელებული პრაქტიკა, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტის რომელიმე მიმართულების განკარგვა მიანდოს არა მის ოპოზიციონერს ან მტერს, არამედ საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მისდამი და მოსთხოვს კიდეც პასუხს მის განკარგვაზე.
მეშლება?
რა ვიცი, ასე იყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც ასეთი არსებობს და აქ, ჩემი აზრით, უჩვეულო და მოულოდნელი არაფერია.
ახლა ნახტომი ჩვენი ფიქრის საგნისაკენ ,, მწერალთა სახლისკენ”!
ამ საბიუჯეტო დაწესებულებას დირექტორად 12 წელი რატომღაც ჰყავდა პირი, რომელიც ბიუჯეტის სახსრებს მოიხმარდა და მოიხმარდა არამიზნობრივად - საკუთარ ფავორიტთა, როგორც თვითონ უწოდებს,, გუნდის წევრთათვის” პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნისა და შესაბამისად არათავისიანთა იგნორირებისათვის.
რასაც ვწერ, ყველაფრის ფაქტი ხელთ მაქვს, თუმცა არ ვიცი მიზეზი, რატომ კვებავდა ამდენხანს ეს ხელისუფლება, მას უშუალო ზემდგომის - კულტურის სამინისტროს ხელით, (რომელმაც ამასობაში ხუთი მინისტრი გამოიცვალა), ახლა “ბერიას აჩრდილის გამომხმობელ მავანს” რომ უწოდებს გამომცემლობა “ინტელექტის” ხელმძღვანელობა, ან ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანების ,,გუნდი” თვითონ რატომ იყო დღემდე თანახმა, ესაზრდოვა “ბერიას აჩრდილის გამომხმობელი მავანის” მიერ გამოწვდილი საზრდოთი და თან მის ხელმძღვანელობასა და წევრებს ერთი მხრით ეძახათ, არ გვყოფნისო და თან, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკური ხელოვნებისთვის ვიბრძვითო”, ეძახათ შინ და გარეთ, საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის ეცხადებინათ, დაეჯერებინათ ისინი… თუ მერე აღმოაჩინეს ეს ყველაფერი, აგვისტოში მწერალთა სახლის ყოფილ დირექტორს - ნატა ლომოურს მესამედ რომ გაუვიდა ვადა და მის ნაცვლად სხვა დანიშნეს?
მე დიდხანს ამდენი სერიოზულობა სად შემიძლია და ერთი წვერებიანი ანეკდოტი გამახსენდა:
სახლის კუთხეში ვიღაც რომ დგას დღე და ღამე და ეკითხებიან, აქ რას აკეთებო. რას და - დინოზავრებს ვაფრთხობო,
და, დინოზავრებს აქ რა უნდათო?
იმიტომაც არ არიან, მე რომ ვაფრთხობო.
მე, როგორც “პენ ამერიკის “ პროფესიონალ წევრს, ამ ერთი თვის წინ ამერიკაში ცენზურული შეზღუდვისადმი მიძღვნილ რაღაც ღონისძიებაში მინდოდა მონაწილეობის მიღება და ქართული ლიტერატურული მაგალითები მჭირდებოდა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვის არ ვეხვეწე “ფეისბუქზე”, მომაშველეთ-მეთქი და ერთიც ვერ დამისახელეს, მიპასუხეს, რა ცენზურა, ვისაც რა გაუხარდება, ყველაფერს შეუზღუდავად წერს და აქვეყნებსო.
იქნებ ისეთ აუდიტორიას მივმართე, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა? ახლა უშუალოდ თქვენ მოგმართავთ.
მადლიერებით მივიღებ, თუ რამეს მომაშველებთ!
ახლა ხომ ვიქნები ღირსი, იმ ანეკდოტივით რომ მიპასუხოთ, არ არის ცენზურა, იმიტომ რომ ჩვენ ვაფრთხობდით აქამდე და ახლაც ვაფრთხობთო!
გამარკვიეთ, გამაგებინეთ!
მადლიერების გრძნობით მივიღებ ყველა გონივრულ აზრს..
#ხდება_რა
ნდს
ბიპოლარული აშლილობის დასასრული
ქართულ მწერლობაში
მინდა, რამდენადაც შემიძლია, მოკლედ და ცხადად ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია.
მე გულით მივესალმები დამოუკიდებელი შემოქმედებითი კავშირების არსებობას. რაც მეტნი იქნებიან, უკეთესი მგონია ჩვენი კულტურის ყველა სფეროსთვის.
რასაც ვერ ვურიგდები, ესაა ,,ბიპოლარული აშლილობა”, რომელიც საქართველოში, ქართულ მწერლობაში, “მწერალთა სახლში” 12 წელი გრძელდებოდა, ასეთი სახით:
1.თან საბიუჯეტო დაწესებულებაში იჯდე, ზემდგომის ბრძანებით დანიშნული სახელმწიფო მოხელე იყო, მთელი მაგისტრალი “დაიპრივატო” მოკავშირეებთან ერთად და ბიუჯეტის სახსრები შენს კლანს, ბაბლს თუ რაცაა, იმას მოახმარო; შესაბამისად, სხვები დაიჩაგრონ ამით და
2. თან გაიძახოდე შინ და გარეთ, დამოუკიდებელი და ასე შემდეგ… ვარო!
https://www.facebook.com/707839558/posts/10...mibextid=cr9u03#ხდება_რა
საბიუჯეტო დაწესებულების - “მწერალთა სახლის” “ბოიკოტისტების” იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ვერ გარკვეულა, რა გაუგებრობაში მოყვა თავისდაუნებურად.
(ამ სამუშაო ტერმინს ვიყენებ მათდამი, ვიდრე თავად დაირქმევენ რაიმე სახელს)
* * *
ფორუმელი მეგობრებისგან აზრს, თუნდაც მცდარს, ახლაც, როგორც მუდამ, გულისყურით მოველი.
რაც შეეხება უაზრობას, ლანძღვასა და ასე შემდეგ - რაკი მოდერაცია თვალს უხუჭავს, მე ვეღარ შევიწყნარებ, ვის მიმართაც არ უნდა იყოს “აღვლენილი” იგი.
მარტივად დავაიგნორებ მისი ავტორის პოსტებს. ისევ თვითონ და მისნაირებმა დაინახონ და ინეტარონ კითხვით!
აქამდე თუ ასე არ ვიქცეოდი, იმიტომ, რომ მქონდა წაკითხულისადმი ილუზორული რწმენა:
- ადამიანები ბილწსიტყვაობენ მაშინ, როცა აზრზე დაფიქრება მოეთხოვებათ, მაგრამ არ შეუძლიათ.
ანუ შემთხვევათა უმრავლეს ნაწილში ეს ნიშნავს, რომ მათ გონებას არ ძალუძს, გაუმკლავდეს სააზროვნო მოცემულობას და ბილწსიტყვაობას ეფარებიან.
ვაღიარებ, რომ მეგონა, თუ ასეთ ადამიანებს პედაგოგიური მოთმინებით, სხვადასხვაგვარად ავუხსნიდი პრობლემის არსს, მათ არცოდნას - ცოდნად ვაქცევდი, რასაც შესაბამისად მოყვებოდა მათი მხრით ბილწსიტყვაობისგან გათავისუფლება.
საჩემოდ უკვე დავასკვენი, რომ ყველა აზრს არ უნდა ვენდო, თუნდაც ფსიქოანალიზის კორიფეებს ეკუთვნოდეს.
This post has been edited by nino darbaiseli on 30 Oct 2023, 21:56