#60625004 · 13 Aug 2023, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დუმილი ავტორი: ნინო სურამელაშვილი ---------------------------------- "საშინელი ნევროზი სჭირს, – მითხრა ორიოდე თვის წინ მეგობარმა საერთო ნაცნობების მოკითხვისას, – ეტყობა, იმიტომ, რომ ყოველდღე ურეკავენ სამინისტროდან და საყვედურობენ, შენმა ამა და ამ თანამშრომელმა ესა და ეს დაპოსტა ფეისბუქზე, ესა და ეს დაალაიქა და მოუარე“.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება კულტურის სამინისტროს. მაგრამ, ალბათ, ყველა სხვა სამინისტროშიც ასეა.
ამიტომ აღარ მიკვირს ჩემი იმ მეგობრების გამაყრუებელი სიჩუმე, ვინც სახელმწიფო უწყებებში მუშაობს. ხმა რომ ამოიღოს, მთლად ციხე არა, მაგრამ სამსახურის დაკარგვა დანამდვილებით დაემუქრება. ამიტომ დუმს... ან ბავშვებისა და ცხოველების ფოტოებს აშეარებს.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თავად უწყების ხელმძღვანელია დაუმორჩილებლობაში შემჩნეული?
რეორგანიზაცია ხდება. ამ უწყების უმადურ ხელმძღვანელს ეგზავნება შეტყობინება, რომ ამა და ამ დროს იწყება რეორგანიზაცია, ეწურება უფლებამოსილების ვადა.
მერე გულდასმით იცხრილებიან ყველაზე საეჭვოები. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აკეთებს ეს ხალხი თავიანთ საქმეს. ზემოთ იციან, ვინ არის საიმედო. ერთგულება უპირველეს ყოვლისა. რწმენა ბრმა უნდა იყოს.
პ.ს. სხვათა შორის, თავში რომ ვახსენე, ის ადამიანი აღარ არის ხელმძღვანელი. ეტყობა, ნერვებმა ვერ გაუძლო და მისი თანამდებობაც რეორგანიზაციას შეეწირა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამაზე მაინცდამაინც არ წუხს - მინიმუმ, უფრო მშვიდად სძინავს.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|