#60636172 · 18 Aug 2023, 01:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სატანისტი_გოგია
QUOTE | მემარცხენეობა საქართველოში დიდად პოპულარული არც არის, მით უფრო იმ სხვა იდეოლოგიური ტვირთის გამო რაც ემატება ზემოდან მშრომელთა უფლებებს. |
არა და ხელისუფლებები საქართველოში მემარცხენე დაპირებებით მოდიან. ძირითად აქცენტებს პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველებზე აკეთებენ. რამდენი პარტია იცი, რომელიც მემარჯვენე დაპირებას იძლევა? რამდენმა გვითხრა, რომ ფულს ჩვენი შრომით გვაშოვნინებს? სააკაშვილი მდიდრებს ვერ იტანდა. აყაჩაღებდა პარტიის სასარგებლოდ. თუ გაჯიუტდებოდა - სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ნეტავ მართლა მემარჯვენე იდეები დომინირებდნენ საქართველოში. * * * Cosmopolitan
QUOTE | ჩემი შრომით მიღებული 100 ლარიდან 18 ლარი დღგ 20 ლარი საშემოსავლო 4 ლარი საპენსიო დივიდენდი + მრავალი ბიუროკრატიული ხარჯი რომელიც საბოლოოდ ჩინოვნიკის ჯიბეში მიდის |
ბანკი გამოგრჩა, რომელიც ყველას და ყველაფრის წილშია. კანონი ავალდებულებს, ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას ყველა ბიზნესზე. საიდან შემოგაქვს, სად ყიდულობ, სად ყიდი, რა ფასად, რა მოგება გრჩება... ამასთან უფლება აქვს თავადვე გახსნას ბიზნეს კომპანია და იმავე პროფილით მომუშავე ყველა მანამდე არსებული ჩაძიროს. აპარატიდან პარკინგის 1 ლარს იხდი? მეორე 1 ლარი ბანკისაა. ტელეფონს ააქტიურებ? იქაც ბანკს მიაქვს თავისი. კომუნალურს იხდი? ბანკს თავისი მიეგება. ჯარიმას ბანკური წილის გარეშე როგორ გადაიხდი. ბილეთს ყიდულობ ონლაინ? მა ბანკი რა ჩემ კლეს მიკეთებს, თუ არაფერი წაიღო.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|