მაღალრისკიანს სად ათავსებენ ამბობენ და დაბალრისკიანს - არა
თანხის ნაწილის განთავსება ქართულ კომერციულ ბანკებში ანაბრების სახით ხდება; თუმცა ბანკები არ სახელდება. რატომ არ სახელდება ბანკები, სადაც ფული იდება?
„ხელშეკრულების კომერციული საიდუმლოა ეს. მოლაპარაკების ძალას დავკარგავთ მათთან [ბანკებთან], ეს ინფორმაცია რომ გასაჯაროვდეს - შესაძლოა ეს შემდეგ, თავად ბანკებმა ჩვენს საწინააღმდეგოდაც გამოიყენონ“, - გვპასუხობს საპენსიო ფონდის წარმომადგნელი გოგა მელიქიძე. მისი თქმით, ფული იდება „ყველა ბანკში, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აქვს და მაღალი პროცენტი აქვს“
ადრე დაწერამ ვიღაცამ ტიპები უცბათ 3,5 მილიარდის განმკარგველები გახდნენო და ზუსტად ეგაა, რა....
აა, ვნახე, ზუსტად ეს ხდება
"დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მისი მოდელის ცვლილება საქართველოს 1.5 მილიონამდე მოქალაქეს და მათგან ამოღებულ 3.5 მილიარდამდე ლარს ეხება.
ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ეხება პირდაპირ. მათ საკუთრებას. მათი შრომით მოპოვებული თანხიდან კანონის ძალით გამოგლეჯილ 3.5 მილიარდამდე ლარს.
ამ თანხის სამართავად საპენსიო სააგენტო შეიქმნა. ტიპები უცებ 3.5 მილიარდამდე აქტივის მმართველებად გაიჩითნენ. კი, “ტიპები გაიჩითნენ” - აკადემიურად რთულია ეს მოვლენა აღწერო. ანუ, უცებ, შარვალ-კოსტუმი, ოფისები, მანქანები, წარმოუდგენელად მაღალი ხელფასები და ტიპები 3.5 მილიარდს მართავენ.
დასაწყისს, სანამ აზრზე მოვიდოდნენ და შოკიდან გამოვიდოდნენ, აიღეს და თანხა ბანკებში განათავსეს. თითქოს ჩვენი თანხის ბანკში დადება რომ გვდომოდა ხალხს, ვერ დავდებდით. შემდეგ შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გამო ბანკში განთავსებული თანხა მინიმალურად იზრდებოდა. უფრო მეტიც, რაღაც მომენტში იკლებდა კიდეც, ინფლაციის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
შემდეგ ეს ჰალსტუხიანი “მაგარი ტიპები”, ჩვენი ფულის, ჩვენზე უკეთ განკარგვა რომ შეუძლიათ, ადგნენ და მეტი მოგების სანახავად, ამ ფულის “გამაზვა” გადაწყვიტეს. სადღაც მაღალი მოგების იმედად, მაღალ რისკიან ფსონს აკეთებენ, სადღაც ისე რა რისკია და მოგებაც ნელთბილი იქნება, ზოგან მოგება მცირე და რისკიც ნაკლები.
სრული სიგიჟე რა არის, რომ სად რა “გამაზონ” თვითონ გადაწყვიტეს. უდიდესი ნაწილი მაღალ რისკზე მაღალი მოგების იმედად გაუშვეს. და როგორ დაასაბუთეს?! ეს თანხა ახალგაზრდებიდან ამოვიღეთ და მათ ხომ
ისეც უყვართ რისკიო.
შემდეგ ეს ჰალსტუხიანი ტიპები, ახალი ოფისებით, ახალი მანქანებით, უზარმაზარი ხელფასით 3.5 მილიარდის მართვა რომ ჩაჰბარდათ, დაფიქრდნენ. სხვის მილიარდებს კი გავმაზავთ, სახელმწიფოსაც მივცემთ ობლიგაციებს ვიყიდით, მაგრამ რომ გაგვიტყდეს და დავკარგოთ ეს ამხელა თანხა ვინ გადაიხდისო? (ალბათ რომელიმემ წამოიძახა, გაუქრიათ ხალხის თანხები და არც არაფერი დაუბრუნებიათ თუმცა მაშინ ანაბრები ერქვა იმ თანხებსო და ყველამ გულიანად გადაიხარხარა, მაგრამ უცებ ისევ სერიოზული სახე მიიღეს და გააგრძელეს მსჯელობა). არავის უნდოდა რისკის თავის თავზე აღება. ხოდა, სად იყო სად არა, გონება გაუნათდათ: სავალდებულოდ კი შევქმენით, თუმცა მოდი ეხლა ნებაყოფლობითი გავხადოთ, ვუთხრათ რომ ჩვენ კი “გავმაზავთ” მაგრამ თქვენ თუ გინდათ რისკი შეამცირეთო და ამისთვის 1 თვე მივცეთო. ჩვენ გავრისკავთ, პასუხისმგებლობას ისინი აიღებენ და ერთი თვეც არავის ეყოფაო. (ამ იდეაზე ალბათ უფრო მეტი იცინეს, ვიდრე ანაბრების პარალელზე.)
ხოდა ეხლა კი მიდის ის ერთი თვე, იწურება კიდეც და მე რა მაოცებს თუ იცით. საქართველოს 1.5 მილიონ მოქალაქეს 3.5 მილიარდს რომ გამოართმევ და შემდეგ ამ თანხას გარისკავ, ეს ნახევარი საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს? ან არ უნდა ნიშნავდეს?"