ელმავალმშენებელი ქარხნის ადგილას ახალი კომპანია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს - ირაკლი ჭითანავა
access_time2023-03-17 16:00:09
ელმავალმშენებელი ქარხანა 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა, რაც პირვანდელ ღირებულებასთან, 97.6 მილიონ ლართან შედარებით 80%-ით ნაკლებია. აუქციონზე თბილისში, გურამიშვილის გამზირზე არსებული 22 ჰექტარის უძრავი ქონება და ქარხნის მანქანა-დანადგარები გასხვისდა.
ობიექტის შეძენის სურვილი სამმა სუბიექტმა დააფიქსირა და საბოლოოდ „ელმავალმშენებელი“ 19 524 410 ლარად გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა აქტივები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „თბილის ტრანსფერი“ მზად იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ინვესტიცია ჩაედო და ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა მაინც გასხვისდა.
პარალელურად, აუქციონამდე ერთი დღით ადრე, 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანასთან დაკავშირებით, შპს „თბილისი ტრანსფერის“ სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების შედეგად შპს „თბილისი ტრანსფერი“ გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე.

https://old.commersant.ge/ge/post/elmavalms...rakli-chitanavaრა ჩემს ფეხებად გვინდა ამდენი კორპუსები მარსიდან ხომ არ ასახლებთ უცხოპლანეტელებს ?
ელმავალმშენებელ ქარხანას ნორმალური ადამიანი დაანგრევს ?